იმის გასარკვევად, თუ როდის შეგიძლიათ eSIM-ის ინსტალაცია, უნდა იცოდეთ აქტივაციის წესები. eSIM-ების უმეტესობა აქტიურდება დანიშნულების ქვეყანაში, მხარდაჭერილ ქსელთან დაკავშირების შემდეგ. მეორე მხრივ, არსებობს eSIM-ები, რომლებიც გააქტიურდება მათი ინსტალაციისთანავე, მდებარეობის გათვალისწინებით.
როგორ გავიგო, როდის გააქტიურდება ჩემი eSIM?
თქვენ უნდა გაეცნოთ eSIM-ის აქტივაციის წესებს. შეძენამდე:
- მოძებნეთ ქვეყანა, რომლისთვისაც გსურთ eSIM-ის შეძენა
- აირჩიეთ სასურველი eSIM
- გაეცანით დამატებით ინფორმაციას
- აქტივაციის წესების საპოვნელად შეხებით აირჩიეთ „მეტის ჩვენება“
შეძენის შემდეგ:
- გადადით აქ: ჩემი eSIM-ები> დეტალები> მეტის ჩვენება> აქტივაციის წესები
გააქტიურების წესები შეიძლება იყოს შემდეგი:
- „მოქმედების პერიოდი დაიწყება, როდესაც eSIM დაუკავშირდება ნებისმიერ მხარდაჭერილ ქსელს“: ეს ნიშნავს, რომ eSIM-ის ინსტალაცია შეგიძლიათ გამგზავრებამდე მისი აქტივაციის გარეშე. დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე შეძლებთ კავშირის დამყარებას, ამისთვის უნდა ჩართოთ eSIM-ის ნომერი, თუ დაყენება დასრულებულია eSIM-ის ინსტალირების გვერდზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
- „მოქმედების პერიოდი იწყება ინსტალაციისთანავე“: ეს ნიშნავს, რომ თქვენი eSIM გააქტიურდება ინსტალაციისთანავე; ასე რომ მოქმედების პერიოდის ათვლა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ხართ დანიშნულების ადგილას.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს