რა არის Airalo-ს ლოიალობის პროგრამა?

Airalo-ს ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ ჯილდოს ყოველი eSIM-ის შეძენისას. ახალი მომხმარებლები, რომლებიც მოგზაურები არიან, დაიბრუნებენ 5%-ს. მათ აქვთ წინსვლის შესაძლებლობა ლოიალობის სისტემაში, ასევე, შეუძლიათ დამატებითი უპირატესობების მიღება ყოველი შეძენისას. ყველაზე მაღალი დონეა პლატინის მოგზაური, რომელიც გთავაზობთ 10%-ის დაბრუნებას. 

ქეშბექ-ჯილდოები მომხმარებლების ანგარიშებზე ჩაირიცხება Airmoney-ის სახით. Airmoney არის ციფრული ვალუტა, რომელიც არის ტრანზაქციის ღირებულების პროცენტის თანაბარი. Airmoney-ის სახით მიღებული ჯილდოს ოდენობა განსხვავდება ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის წევრობის დონის მიხედვით.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეები აქვს ლოიალობის პროგრამას?

  1. მოგზაური: ახალი მომხმარებლები მიიღებენ 5%-იან Airmoney ჯილდოს.

  2. ვერცხლის დონის მოგზაური: მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გახარჯავს 20,00 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს), ის მიიღებს 6%-იან Airmoney ჯილდოს ყოველ შენაძენზე.
  3. ოქროს დონის მოგზაური: მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გახარჯავს 70,00 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს), ის მიიღებს 7%-იან Airmoney ჯილდოს ყოველ შენაძენზე.
  4. პლატინის დონის მოგზაური: მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გახარჯავს 200,00 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს), ის მიიღებს 10%-იან Airmoney ჯილდოს ყოველ შენაძენზე.

გაითვალისწინეთ, რომ Airmoney-ს სახით მიღებული ჯილდოები ავტომატურად დაირიცხება მომხმარებლების ანგარიშებზე მათი წევრობის დონეებისა და ტრანზაქციების შესაბამისი ოდენობების მიხედვით. გარდა ამისა, Airmoney ვერ დაირიცხება, თუ შეძენისას გამოიყენება ფასდაკლების ვაუჩერი ან ჯილდო მოწვევისთვის. 

გარდა ამისა, Airmoney მიბმულია ამერიკის შეერთებული შტატების დოლართან(USD). გაცვლის ტარიფების გამოსათვლელად Airalo იყენებს მესამე მხარის სერვისს — წევრობის თითოეული დონის მისაღწევად საჭირო ოდენობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ვალუტის მიხედვით.

ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჭიროა?

ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა Airalo-ს მომხმარებლად რეგისტრაცია (აპის ან ვებსაიტის მეშვეობით). ანგარიშის შექმნის შემდეგ ავტომატურად დაიწყებთ ბონუსების მიღებას ტრანზაქციების ოდენობის მიხედვით.

რა უპირატესობები აქვს ლოიალობის პროგრამას?

ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანების შემთხვევაში ისარგებლებთ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის, ტრანზაქციის განხორციელებისას Airmoney-ს სახით დაიბრუნებთ თანხას. დაბრუნებული თანხის პროცენტი განსხვავდება თქვენი წევრობის დონის მიხედვით.

პროგრამა მოიცავს წევრობის ოთხ დონეს: მოგზაური, ვერცხლის მოგზაური, ოქროს მოგზაური და პლატინის მოგზაური. თითოეული დონე გთავაზობთ პროცენტულად სხვადასხვა ოდენობის თანხის დაბრუნებას: 5%, 6%, 7%, და 10%, შესაბამისად. წევრობის დონეებზე გადასვლისას შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი უპირატესობები, როგორიცაა ხარჯვის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება და ექსკლუზიური პრომოაქციები, რომლებიც წევრობის შემდეგ დონეზე გადასვლაში დაგეხმარებათ.

თუ შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, სიამოვნებით დაგეხმარებით!

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x