როგორ განვაახლო ვალუტა?

Airalo-ს აპს იყენებთ, მობილურ მოწყობილობას თუ დესკტოპ მოწყობილობას ვალუტის განახლება მარტივად შეგიძლიათ. 

Airalo-ს აპი/მობილური:

  1. გახსენით პროფილი და გადადით ვალუტაზე — დაინახავთ ახლახან არჩეულ ვალუტას (მაგ., „ვალუტა: აშშ დოლარი (USD) $“).
  2. შეეხეთ გასახსნელად და დაათვალიერეთ ვალუტების სია — ასევე, შეგიძლიათ საძიებო ველის გამოყენება თქვენთვის სასურველი ვალუტის საპოვნელად.
  3. აირჩიეთ ვალუტა, რომლის გამოყენებაც გსურთ.
  4. დაადასტურეთ, რომ გსურთ ვალუტის განახლება — თქვენი Airmoney-ს ბალანსი ასევე დაკონვერტირდება ახალ ვალუტაში.

დესკტოპი:

  1. გადადით გვერდის ზედა ნაწილში და იხილავთ მიმდინარე ვალუტას (მაგ. „$ USD“) ზედა სანავიგაციო მენიუში.
  2. ვალუტების სიის გასახსნელად დააწკაპუნეთ ვალუტაზე — შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ან მოძებნოთ სასურველი ვალუტა.
  3. აირჩიეთ ვალუტა, რომლის გამოყენებაც გსურთ.
  4. დაადასტურეთ, რომ გსურთ ვალუტის განახლება — თქვენი Airmoney-ს ბალანსი ასევე დაკონვერტირდება ახალ ვალუტაში.

განახლების შემდეგ ყველა ფასი თქვენ მიერ არჩეულ ვალუტაში გამოჩნდება. გარდა ამისა, თქვენს Airmoney ბალანსს განახლებულ ვალუტაში დაინახავთ. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი დახმარების ცენტრის სტატია, იმის შესახებ თუ რომელ ვალუტებს უჭერს Airalo მხარს.

შემიძლია თუ არა ვალუტის განახლება შეძენისას?

Airalo-ს აპის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებისას არ შეგიძლიათ ვალუტის განახლება პირდაპირ გადახდის პროცესში. თუ ვალუტის შეცვლას შეძენისას გადაწყვეტთ, ვალუტის გასაახლებლად უნდა დაბრუნდეთ პროფილზე. 

განახლების შემდეგ eSIM-ის პაკეტის შეძენა შეგიძლიათ სასურველ ვალუტაში.

დესკტოპ მოწყობილობებზე ვალუტის ამომრჩევი ხელმისაწვდომი იქნება ნავიგაციის ზედა ნაწილში, სანამ არ მიაღწევთ შესყიდვის პროცესის ბოლო საფეხურს. ვალუტის განახლება შეგიძლიათ შეკვეთის დასრულებამდე ნებისმიერ დროს.

დაკონვერტირდება თუ არა ჩემი ტრანზაქციის ისტორია განახლებული ვალუტით?

არა, ტრანზაქციები ყოველთვის იქნება მითითებული იმ ვალუტაში, რომელშიც ისინი განხორციელდა. 

მაგალითად — თუ ვალუტას აშშ დოლარიდან ევროზე გადაიყვანთ, ახალი ტრანზაქციები გამოჩნდება ევროში, ხოლო წინა ტრანზაქციები კვლავ — აშშ დოლარში. 

შესყიდვის ტრანზაქციების სანახავად თქვენი პროფილიდან უნდა გადახვიდეთ შეკვეთებში.

რა გავლენას იქონიებს Airmoney-ზე ჩემ მიერ ვალუტის განახლება?

ვალუტის განახლების შემთხვევაში Airmoney-ს ბალანსი ასევე დაკონვერტირდება თქვენ მიერ არჩეულ ვალუტაში. ამ მეთოდით შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ Airmoney ნებისმიერი შესყიდვისას, მიუხედავად იმ ვალუტისა, რომელსაც იყენებთ.

გაითვალისწინეთ, რომ Airmoney მიბმულია ამერიკის შეერთებული შტატების დოლართან (USD). გაცვლის ტარიფების გამოსათვლელად Airalo იყენებს მესამე მხარის სერვისს — თუ ვალუტა განახლებული გაქვთ, თქვენი Airmoney ბალანსი დაკონვერტირდება მიმდინარე ტარიფის მიხედვით.

თუ ვალუტის განახლებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ ან რაიმეს კითხვა გსურთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

კიდევ გჭირდებათ დახმარება?

მოგვმართეთ და ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი დაგიკავშირდებათ შეძლებისდაგვარად შეიძლება მალე.
მოგვწერეთ
საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x