როგორ გამოვიყენო eSIM-ის ვაუჩერი ჩემს ანგარიშზე?

eSIM-ის ვაუჩერის გამოყენების შემდეგ თქვენს ანგარიშზე დაემატება eSIM-ის კონკრეტული პაკეტი. შემდეგ მის გამოყენებას შეძლებთ eSIM-ის ნებისმიერი სხვა პაკეტის მსგავსად, რომელსაც ყიდულობთ. eSIM-ის ვაუჩერის თქვენს ანგარიშზე გამოყენება რამდენიმე მარტივი ნაბიჯის შესრულებით შეგიძლიათ.

როგორ გამოვიყენო eSIM-ის ვაუჩერი?

eSIM-ის ვაუჩერის გამოსაყენებლად უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში.

თუ Airalo-ს აპს ან ვებსაიტს მობილურ მოწყობილობაზე იყენებთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს eSIM-ის ვაუჩერის გამოსაყენებლად.

  1. გადადით აქ: პროფილი > Airmoney და წევრობა.
  2. შეხებით აირჩიეთ ვაუჩერის გამოყენება.
  3. შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი.
  4. შეხებით აირჩიეთ გამოყენება.

თუ Airalo-ს ვებსაიტს დესკტოპ-მოწყობილობაზე იყენებთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს eSIM-ის ვაუჩერის გამოსაყენებლად.

  1. დააწკაპუნეთ თქვენი პროფილის სახელზე ნავიგაციის ზედა ნაწილში.
  2. აირჩიეთ Airmoney და წევრობა.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ვაუჩერის გამოყენება.
  4. შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი.
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოყენება.

ვაუჩერის გამოსაყენებლად ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ დაინახავთ შეტყობინებას, სადაც წერია, რომ eSIM-ის ვაუჩერი გამოყენებულია. ამ მომენტიდან შეგიძლიათ eSIM-ის გამოყენება.

როგორ გამოვიყენო ვაუჩერის დახმარებით მიღებული eSIM?

eSIM-ის თქვენს ანგარიშში დამატების შემდეგ მასზე წვდომა გექნებათ ჩემი eSIM-ებიდან

  1. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები.
  2. იპოვეთ თქვენს ანგარიშში ახლახან დამატებული eSIM
  3. შეხებით აირჩიეთ დეტალები.

თქვენ ნახავთ ინსტრუქციას, თუ როგორ დააინსტალიროთ და გამოიყენოთ eSIM. კავშირის დასამყარებლად მიჰყევით მითითებებს.

თუ სხვა შეკითხვები გაქვთ ან დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x