რა არის განახლებები და როგორ მუშაობს?

განახლებების მეშვეობით Airalo გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ როდესაც მონაცემები გეწურებათ, eSIM-ის ბალანსი ავტომატურად შეავსოთ. განახლებები ამჟამად ხელმისაწვდომია Airalo-ს მიერ შემოთავაზებული eSIM-ებისთვის.

შეგიძლიათ შეამოწმოთ გთავაზობთ თუ არა განახლებებს თქვენ მიერ შეძენილი პაკეტი, ამისათვის უნდა შეხვიდეთ აქ: ჩემი eSIM-ები > დეტალები შესაბამისი პაკეტისთვის. თუ ხელმისაწვდომია, იპოვით სექციას, საიდანაც განახლებების ჩართვას შეძლებთ. თუ არ არის, კავშირის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ ბალანსის შესავსები პაკეტის მექანიკურად შეძენა.

როგორ მუშაობს განახლებები?

განახლებების ჩართვა-გამორთვა შეგიძლიათ საჭიროებისამებრ.

როდესაც ჩართულია, eSIM პაკეტი, რომელსაც ამჟამად იყენებთ, ავტომატურად განახლდება მონაცემების ამოწურვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ თუ შეიძინეთ 1 გბაიტი — 7-დღიანი eSIM პაკეტი, თითოეული განახლება მოიცავს 7 დღით მოქმედ 1 გბაიტ მონაცემს.

  • განახლების შეძენა მოხდება, როდესაც დარჩება მონაცემების 10%.
  • განახლების პაკეტი გააქტიურდება მონაცემების ამოწურვის შემდეგ.

გაითვალისწინეთ: განახლებების გამოყენება რომ შეძლოთ, eSIM-ს უნდა იყენებდეთ აქტიურად. განახლებებს ვერ ჩართავთ, თუ eSIM-ის მონაცემები უკვე ამოიწურა ან თქვენი პაკეტის მოქმედების პერიოდი დასრულდა.

როგორ ჩავრთო განახლებები?

eSIM-ის შეძენის შემდეგ განახლებების ჩართვა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  1. გადადით აქ: ჩემი eSIM-ები > დეტალები შესაბამისი eSIM-ისთვის.
  2. გადადით სექციაში: განახლებები.
  3. გადამრთველი ჩართეთ ისე, რომ ჩანდეს ON.

როდესაც განახლებების გამორთვას მოისურვებთ, გამორთეთ გადამრთველი ისე, რომ ჩანდეს OFF.

რა მოხდება, თუ მოქმედების ვადა დასრულდება საკმარისი მონაცემების გამოყენებამდე?

თქვენი პაკეტი არ განახლდება, თუ მოქმედების ვადა დასრულდება საკმარისი მონაცემების გამოყენებამდე. ამ შემთხვევაში განახლება ავტომატურად გამოირთვება.

რა მოხდება, თუ ჩემი პაკეტი მოიცავს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს.

თუ იყენებთ პაკეტს, რომელიც მოიცავს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს, ის განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული გექნებათ საკმარისი მონაცემები. თქვენი განახლების პაკეტი ასევე მოიცავს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს.

როგორ გადავიხადო განახლებებისთვის?

განახლებების გამოსაყენებლად დაგჭირდებათ გადახდებისთვის შენახული ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ Airmoney-ს, Apple Pay-სა და PayPal-ს ვერ გამოიყენებთ განახლებებისთვის გადასახდელად.

თუ შენახულ ბარათს ვადა ამოეწურება, ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებებს, რომ განაახლოთ ბარათი და შეინარჩუნოთ კავშირი.

თუ განახლებისთვის გადახდა ვერ განხორციელდება, პაკეტი არ განახლდება და თანხა არ ჩამოგეჭრებათ.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ან გჭირდებათ დამატებითი დახმარება, დაგვიკავშირდით. ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x