შემიძლია თუ არა სატელეფონო ზარების მიღება ძირითად ნომერზე?

დიახ, ძირითად ნომერზე ზარების მიღებას შეძლებთ, თუ თქვენი მოწყობილობა გაძლევთ SIM-ბარათისა და eSIM-ის ერთდროულად აქტივაციის შესაძლებლობას. თუ iPhone-ს იყენებთ , ზოგიერთ მოდელს აქვს ტექნოლოგია Dual SIM Dual Standby (DSDS), რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ერთდროულად იყოთ კავშირზე ორივე ბარათით, ფიზიკური SIM-ითა და eSIM-ით. თუმცა იმ eSIM-ების რაოდენობა, რომელიც შეიძლება გააქტიურებული გქონდეთ მოწყობილობაში, შეიცვლება მოწყობილობის მოდელის მიხედვით. iPhone 13 Pro Max-ში, iPhone 13 Pro-ში, iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ში, შეგიძლიათ გამოიყენოთ Dual SIM ორი აქტიური eSIM-ით ან ერთი nano-SIM-ითა და ერთი eSIM-ით. iPhone 12-ის მოდელებში, iPhone 11-ის მოდელებში, iPhone XS-ში, iPhone XS Max-სა და iPhone XR-ში მხარდაჭერილია Dual SIM nano-SIM-ით და eSIM, მაგრამ შეგიძლიათ, აქტიური გქონდეთ მხოლოდ ერთი eSIM. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენი მოწყობილობის მწარმოებელს. ასევე, გახსოვდეთ, რომ მონაცემთა როუმინგის გადასახადები შესაძლოა, მოქმედებდესზარის სერვისზე რაც დამოკიდებულია თქვენს ოპერატორზე.  თუ შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x