როგორ შევცალო eSIM-ის წარწერა?

ტელეფონების უმეტესობა გაძლევთ შესაძლებლობას, შეინახოთ eSIM-ის რამდენიმე პროფილი და საჭიროებისამებრ გადართოთ.

eSIM-ის ინსტალირების განმავლობაში თქვენი მოწყობილობა ავტომატურად მიანიჭებს წარწერას eSIM-ს. ამის შემდეგ, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში და შეცვალოთ ის.

გირჩევთ, მიუთითოთ სახელი, რომელიც მარტივად მოახდენს eSIM-ის იდენტიფიკაციას (მაგ., იტალიის eSIM ან Airalo-ს eSIM). 

მიჰყევით ამ ნაბიჯებს iOS-ზე ან Android მოწყობილობაზე eSIM-ის წარწერის შესაცვლელად.

iOS მოწყობილობები

  1. გადადით პარამეტრებზე.
  2. შეხებით აირჩიეთ ფიჭური ან მობილური.
  3. სექციაში SIM-ები, შეეხეთ eSIM-ს, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. შეხებით აირჩიეთ ფიჭური ან მობილური გეგმის წარწერა.
  5. შეეხეთ ნაგულისხმევი eSIM-ის წარწერას.
  6. გადაარქვით სახელი ველიდან წარწერის მორგება.

Samsung Galaxy მოწყობილობები

  1. გადადით პარამეტრებზე.
  2. შეხებით აირჩიეთ კავშირები.
  3. შეხებით აირჩიეთ SIM ბარათის მმართველი.
  4. შეხებით აირჩიეთ eSIM-ის პროფილი, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  5. გადაარქვით სახელი eSIM-ს.
  6. შეხებით აირჩიეთ მზადაა eSIM-ისთვის სახელის გადარქმევის შემდეგ.

Google Pixel მოწყობილობები

  1. გადადით პარამეტრებზე.
  2. შეხებით აირჩიეთ ქსელი და ინტერნეტი.
  3. შეხებით აირჩიეთ SIM-ები შემდეგ კი — eSIM, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. შეეხეთ ფანქრის სიმბოლოს.
  5. გადაარქვით სახელი eSIM-ს (ასევე შეგიძლიათ წარწერის ფერის შეცვლა)
  6. შეხებით აირჩიეთ შენახვა eSIM-ისთვის სახელის გადარქმევის შემდეგ.

მოწყობილობაში თქვენი eSIM-ის სახელი უკვე შეცვლილი იქნება. თუ გადაიფიქრებთ, ნუ იღელვებთ — eSIM-ის წარწერის რედაქტირება იმდენჯერ შეგიძლიათ, რამდენჯერაც მოისურვებთ.

თუ შეკითხვები გაქვთ, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს, სიამოვნებით დაგეხმარებით.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x