Airalo-ში ვიზიარებთ ერთ ფუნდამენტურ და საერთო მიზანს: შევუმციროთ ტკივილი და შევთავაზოთ მეტი სიამოვნება იმ მოძმე ადამიანებს, რომელთაც სურთ, იყვნენ კავშირზე მთელ მსოფლიოში. ამ საერთო მიზნის მუდმივი განმტკიცებით აღმოვაჩენთ და ვისწრაფვით, რომ მივაღწიოთ ინდივიდუალურ მიზნებს, უზრუნველვყოთ ჩვენი ცხოვრება ყველაზე აზრიანი, პროდუქტიული, გამოკვლეული და ღირსებული გზით, რომელიც მიმართულია პირადი ინტელექტუალური და ემოციური სიმწიფისკენ.
ჩვენ ჩართული ვართ საკუთარი პროდუქტებისა და ორგანიზაციული დიზაინის ყოველდღიური გამარტივების კომპლექსურ საქმეში. ფუჭი ხარჯების სხვადასხვა ფორმებთან და ენტროპიის ძალებთან საბრძოლველად, ასევე, სწრაფი და ამავდროულად განსაზღვრული, ვრცელი და ამავდროულად მოსახერხებელი, გამორჩეული და ამავდროულად სრული Airalo-ს გასავითარებლად მუდმივად ვავსებთ ჩვენს სამუშაოს ახალი ცოდნითა და უნარებით.
Airalo-ს გუნდის თითოეული წევრი, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია შიდა ზედამხედველისა და კრიტიკოსის წინაშე. ჩვენ საუკეთესო შედეგს ვაღწევთ თვითკონტროლითა და ჯანსაღი სურვილით, გავხდეთ უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავით. ვცდილობთ, შევქმნათ ინდივიდუალური ნამუშევარი ისე, რომ მისი ჩვენება ღირდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მსურველისთვის. ამავდროულად, ვაცნობიერებთ შემოწმებისა და დაბალანსების, მიმოხილვის, გამოხმაურებისა და კონტროლის დამხმარე მექანიზმების დაცვის მნიშვნელობას.
არსებულ შესაძლებლობებსა და ენერგიას ვიყენებთ იმისთვის, რომ თავდაჯერებულად და აქტიურად მივყვეთ Airalo-ს გზას. ჩვენ ვკონცენტრირდებით საკუთარი გეგმების მიხედვით გარშემო სამყაროს შექმნაზე. ვცდილობთ, არ დავკარგოთ დრო სხვისი საქმით ყურადღების გაფანტვაზე, მასში ჩაძირვაზე ან მასზე რეაგირებაზე. გავურბივართ თვითკმაყოფილებას და ამავდროულად ვვითარდებით, რომ გავერთიანდეთ რაიმე საკეთილდღეო ინოვაციის შესაქმნელად.
გრძელვადიანი და ნაყოფიერი წვლილის შესატანად ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპით, რომ გარეშე ჯილდოები დამოკიდებულია ჩვენს შიდა ღირებულებაზე, სრულვყოთ საკუთარი მომსახურება Airalo-ს მომხმარებლებისა და გუნდის წევრებისთვის. სხვების მოწონებასა და შექებას ვიღებთ, როგორც კრიტერიუმს, რომლითაც განისაზღვრება, მისაღებია, თუ არა ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო, მაგრამ არა როგორც ფარულ მოტივს ჩვენი მიზნების მისაღწევად.