კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 2024 წლის 3 ივნისი

AIRGSM PTE. LTD., რომელიც ბიზნეს საქმიანობას ასრულებს, როგორც Airalo (www.AIRALO.com) (“Airalo,” “ჩვენ,” “ჩვენს,” or “ჩვენი”), აღიარებს თქვენი კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. კონფიდენციალურობის წინამდებარე დებულება აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვაზიარებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პერსონალური მონაცემები. ამას გარდა, კონფიდენციალურობის ეს დებულება გაგაცნობთ თქვენს უფლებებსა და ასარჩევ ვარიანტებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე, თუ როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენს შეკითხვებზე პასუხების მისაღებად.

ანგარიშის დარეგისტრირებით ან სხვაგვარად გამოყენებით ან Airalo-ს რომელიმე ვებსაიტის, აპლიკაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, მონაცემთა არხის ან/და სერვისის მონახულებით (ერთობლივად “მომსახურება”), აცნობიერებთ და ეთანხმებით ამ დებულების პირობებს.

კონფიდენციალურობის ეს დებულება განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ყურადღებით წაიკითხეთ კონფიდენციალურობის ეს დებულება

სარჩევი:

1. ამ კონფიდენციალურობის დებულების გამოყენებადობა

2. როგორ ვაგროვებთ, ვამჟღავნებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას

3. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია

4. მონაცემთა შენახვა

5. როგორ ვიყენებთ ინფორმაციას

6. როგორ ვაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას

7. თქვენი უფლებები

8. მონაცემთა გადაცემა და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

9. უსაფრთხოება

10. ამ დებულების ცვლილებები

11. ბავშვები

12. საკონტაქტო ინფორმაცია

13. დამატებითი ინფორმაცია კალიფორნიის რეზიდენტებისთვის

1. ამ კონფიდენციალურობის დებულების გამოყენებადობა

კონფიდენციალურობის ეს დებულება ვრცელდება Airalo-ს სერვისების მომხმარებლებზე გლობალურად, მათ შორის, Airalo-ს მობილური აპლიკაციების, საპარტნიორო პლატფორმის, ვებსაიტების, ფუნქციებისა თუ სხვა სერვისების მომხმარებლებზე, ინტერაქციებზე Airalo-სთან (ონლაინ და კავშირგარეშე რეჟიმში), თანამშრომლებსა და დასაქმების განაცხადის წარმდგენებზე (“სერვისები”).

კონფიდენციალურობის ეს დებულება აღწერს, თუ როგორ აგროვებს და იყენებს Airalo მონაცემებს, და ვრცელდება Airalo-ს ყველა მომხმარებელზე გლობალურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იყენებენ სერვისს, რომელზეც ვრცელდება ცალკე შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ. კონფიდენციალურობის ეს დებულება, კონკრეტულად, შეეხება შემდეგს:

  • საბოლოო მომხმარებლები: პირები, რომლებიც იყენებენ და უშუალოდ ურთიერთობენ სერვისებთან Airalo-ს ანგარიშის მეშვეობით მათი პირადი სარგებლობისთვის.
  • ბიზნეს მომხმარებლები: Airalo მომსახურებას უწევს სუბიექტებს (“ბიზნეს მომხმარებლები”), რომლებიც პირდაპირ და ირიბად გვაწვდიან საბოლოო მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ამ ბიზნეს მომხმარებლების ბიზნესსა და საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • საბოლოო კლიენტები: პიროვნებები, რომლებიც იღებენ Airalo-ს ანგარიშების სხვა მფლობელების მიერ შეკვეთილ სერვისებს, მაგალითად, როდესაც თქვენ აწარმოებთ ბიზნესს ან სხვაგვარად ახორციელებთ ტრანსაქციას ბიზნეს მომხმარებელთან.
  • დასაქმების განაცხადის წარმდგენები: პირები, რომლებიც წარადგენენ Airalo-ში დასაქმების განაცხადს.


2. როგორ ვაგროვებთ, ვამჟღავნებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ სხვადასხვა გზით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ურთიერთობთ ჩვენთან და ჩვენს სერვისებთან, მათ შორის:

  • უშუალოდ თქვენგან, როცა მას გვაწვდით, მაგალითად, როდესაც დარეგისტრირდებით ანგარიშის მისაღებად, დარეგისტრირდით ჩვენგან კომუნიკაციის მისაღებად, შეკვეთის განსათავსებლად, შესყიდვის განსახორციელებლად, ან დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვაგვარად.
  • ავტომატურად, ქუქი-ჩანაწერების, სერვერის ჟურნალებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ჩვენი სერვისების ან/და ელფოსტის მეშვეობით, როდესაც ეს ნებადართულია კანონით ან თქვენ ეთანხმებით.
  • სხვა წყაროებიდან, მათ შორის, მაგალითად, ჩვენი შვილობილი კომპანიებისგან, ბიზნეს პარტნიორებისგან, სერვისის პროვაიდერებისგან, სოციალური ქსელებიდან და სხვა მესამე მხარეებიდან, ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. მაგალითად, თუ თქვენ წარადგენთ დასაქმების განაცხადს ან გახდებით თანამშრომელი, ჩვენ შეიძლება ჩავატაროთ ბიოგრაფიული შემოწმება.

Airalo ახდენს მონაცემთა და საინფორმაციო სისტემების კლასიფიკაციას კანონის მოთხოვნების, სენსიტიურობისა და ბიზნესის კუთხით მნიშვნელობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის შესაბამისი დონე. “მონაცემთა მაკონტროლებელი” არის სუბიექტი, რომელიც განსაზღვრავს მიმდინარე მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. “მონაცემთა დამმუშავებელი” არის სუბიექტი, რომელიც მოქმედებს მაკონტროლებლის სახელით და ინსტრუქციით პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.

 

Airalo, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი

Airalo იღებს მონაცემთა მაკონტროლებლის როლს, როდესაც ის განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი, Airalo პასუხისმგებელია, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დამუშავება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონების შესაბამისად. Airalo-ს, როგორც მონაცემთა მაკონტროლებლის, შესაძლებლობებს შორისაა:

  • პირდაპირი რეგისტრაცია: Airalo არის მონაცემთა მაკონტროლებელი, როდესაც მომხმარებლები დარეგისტრირდებიან უშუალოდ სერვისში. ეს ეხება ორივეს:
    • B2C კონტექსტი: საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც რეგისტრირდებიან პირდაპირ Airalo-ს სერვისებზე.
    • B2B კონტექსტი: ბიზნეს მომხმარებლები ან საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც რეგისტრირდებიან პირდაპირ Airalo-ზე.

ძირითადი აქტივობები

  • მომსახურების მიწოდება: მონაცემების გამოყენება Airalo-ს პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად.
  • თაღლითობის პრევენცია: თაღლითური ტრანსაქციებისა და აქტივობების მონიტორინგი და გამოვლენა.
  • სამართლებრივი შესაბამისობა: მოქმედი ფინანსური, სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება.
  • მომსახურების გაუმჯობესება: პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება და გაუმჯობესება მონაცემთა ანალიზის საფუძველზე.
  • სამუშაო განაცხადის დამუშავება: პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაქმების განაცხადიდან.

 

Airalo, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი

იმ შემთხვევებში, როდესაც Airalo გთავაზობთ მომსახურებას ბიზნეს მომხმარებლის სახელით და მითითებების შესაბამისად, ის ფუნქციონირებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი. აქ იგულისხმება ისეთი სიტუაციები, როგორიცაა:

  • B2B კონტექსტი საბოლოო კლიენტებისთვის: Airalo მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი ბიზნეს მომხმარებლების საბოლოო კლიენტებთან დაკავშირებული მონაცემების შემთხვევაში, B2B კონფიგურაციაში.
  • სერვისის შესრულება ბიზნეს მომხმარებლებისთვის: ბიზნეს მომხმარებლების ინსტრუქციის შესაბამისად, როგორიცაა ანგარიშების შექმნა და eSIM-ების მიწოდება საბოლოო კლიენტებისთვის.

მონაცემთა დამმუშავებლის რანგში მოქმედებისას მომხმარებლებს ვურჩევთ, გაეცნონ მონაცემთა შესაბამისი მაკონტროლებლის (ბიზნეს მომხმარებლის) კონფიდენციალურობის დებულებას, რომ შეიტყონ, როგორ ხდება მათი მონაცემების დამუშავება და დაცვა. Airalo მკაცრად იცავს მონაცემთა მაკონტროლებლის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას და იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დამუშავებული მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად.

3. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია

ქვემოთ მოცემულია მაგალითები, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ სხვადასხვა კონტექსტში და როგორ ვიყენებთ შესაბამის ინფორმაციას.

კონტექსტი მონაცემთა ტიპები მონაცემთა შეგროვებისა და გამოყენების ძირითადი მიზანი
ანგარიშის რეგისტრაცია როდესაც ანგარიშს ქმნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას, ელფოსტის მისამართის ჩათვლით. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ასრულებთ, როდესაც შესული ხართ თქვენს ანგარიშში. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციები. ანგარიშები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მარტივი ანგარიშსწორებისა და თქვენი უპირატესი პარამეტრებისა თუ ტრანსაქციების ისტორიის შესანახად. ამას გარდა, ეს ინფორმაცია შეიძლება დავამუშაოთ თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.
ბიომეტრიული ინფორმაცია ბიომეტრიული იდენტიფიკატორები ფოტოდოკუმენტებიდან და სელფებიდან. ჩვენ ვამუშავებთ ბიომეტრიულ ინფორმაციას თქვენი მკაფიო თანხმობით, რათა დავადასტუროთ თქვენი ვინაობა eKYC პროცესის მეშვეობით, როდესაც ამას კანონი მოითხოვს.
ბიზნეს მომხმარებლები ჩვენ ვაგროვებთ ჩვენთან კონტაქტში მყოფ ბიზნეს მომხმარებლების თანამშრომელთა სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ფიზიკურ მისამართს. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, დავუკავშირდეთ ჩვენს კლიენტებს და დავამყაროთ მათთან კომუნიკაცია ბიზნეს ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სტანდარტულ საკითხებზე, როგორიცაა პროექტები, სერვისები და ბილინგი.
საჭირო ონლაინ-თვალსადევნებელი ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებსა და გამჭვირვალე GIF-ებს. “ქუქი-ჩანაწერები” არის ინფორმაციის მცირე პაკეტები, რომლებსაც მონახულებული ვებსაიტი გზავნის კომპიუტერის მყარ დისკზე. გამჭვირვალე GIF-ები აღნიშნავს პიქსელებს, რომლებიც იტვირთება თქვენი ბრაუზერის მიერ ვებსაიტზე შესვლისას.

ამ თვალსადევნებელმა ტექნოლოგიებმა შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი ბრაუზერის ტიპზე, ოპერაციულ სისტემაზე, ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართზე (ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს ინტერნეტის გამოყენებისას), დომენის სახელზე, დაწკაპუნების აქტივობაზე, ვებსაიტზე, რომლიდანაც გადმოხვედით ან/და ვიზიტის თარიღზე/დროზე.

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ ჩვენი ვებსაიტი ეფექტურად მუშაობდეს.
არაძირითადი თვალსადევნებელი ტექნოლოგიები ჩვენ შეიძლება განვათავსოთ თვალსადევნებელი ტექნოლოგიები ჩვენს ვებსაიტზე (მაგ., ქუქი-ჩანაწერები ან პიქსელები), რომლებიც აგროვებს ანალიტიკურ მონაცემებს, იწერს, როგორ ურთიერთობთ ჩვენს ვებსაიტთან, ან გვაძლევს ქცევაზე დაფუძნებულ რეკლამაში მონაწილეობის საშუალებას. ამ ტექნოლოგიებმა შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი ბრაუზერის ტიპზე, ოპერაციულ სისტემაზე, ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართზე (ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს ინტერნეტის გამოყენებისას), დომენის სახელზე, დაწკაპუნების აქტივობაზე, ვებსაიტზე, რომლიდანაც გადმოხვედით ან/და ვიზიტის თარიღზე/დროზე. დროთა განმავლობაში ინფორმაცია ასევე შეიძლება შეგროვდეს ჩვენი ან მესამე მხარის მხრიდან სხვადასხვა ვებსაიტზე იმისთვის, რომ განვათავსოთ რეკლამები ჩვენს ვებსაიტზე ან სხვა ვებსაიტებზე. კანონით მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარის ქუქი-ჩანაწერების გამოყენება ეფუძნება თანხმობას.
დემოგრაფიული ინფორმაცია ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი ასაკი ან მდებარეობა. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და მივაწოდოთ მათ მორგებული სერვისები.
დასაქმების კანდიდატები თუ წარადგენთ განაცხადს ვაკანსიაზე ან გახდებით თანამშრომელი, ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა თქვენი განაცხადის დასამუშავებლად ან თანამშრომლად თქვენს დასატოვებლად, მათ შორის, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, განათლების მონაცემებსა და სამუშაო ისტორიას. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, შევაფასოთ პირები, რომლებსაც პოტენციური თანამდებობისთვის განვიხილავთ. ზოგიერთ კონტექსტში, კანონითაც გვევალება, შევაგროვოთ ინფორმაცია თანამშრომლების ან განმცხადებლების შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია პერსონალის ეფექტურად დაკომპლექტებისა და სამუშაო ძალის ოპერაციებისთვის.
გამოხმაურება/მხარდაჭერა თუ მოგვაწვდით გამოხმაურებას ან დაგვიკავშირდებით მხარდაჭერისთვის, პასუხის გასაცემად შევაგროვებთ თქვენს სახელსა და ელფოსტის მისამართს, ასევე, ნებისმიერ სხვა მასალას, რომელსაც გამოგვიგზავნით. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, მივიღოთ თქვენი გამოხმაურება ან საკითხები და მოვახდინოთ მათზე რეაგირება.
მობილური მოწყობილობები თქვენი მობილური მოწყობილობიდან ვაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უნიკალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა თქვენი მოწყობილობიდან ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტისას. ჩვენ გვაქვს უნიკალური ვიზიტორების იდენტიფიცირებისა და ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტების მონიტორინგის ლეგიტიმური ინტერესი.
შეკვეთის განთავსება როდესაც შეკვეთას ათავსებთ, ვაგროვებთ თქვენს სახელს, ბილინგის მისამართს, მიწოდების მისამართს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საგადახდო ბარათის ნომერს. თქვენს ინფორმაციას ვიყენებთ იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ხელშეკრულება თქვენთვის ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად.
პარტნიორის პრომოაქცია ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით, სხვა კომპანიასთან ერთობლივი რეკლამირების ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, განვახორციელოთ ჩვენი პრომოაქციები.
გამოკითხვები როდესაც თქვენ მონაწილეობთ გამოკითხვაში, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით გამოკითხვის მეშვეობით. თუ გამოკითხვა მოწოდებულია მესამე მხარის სერვისის პროვაიდერის მიერ, თქვენი ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებასა და გამჟღავნებაზე ვრცელდება მესამე მხარის კონფიდენციალურობის დებულება. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, გავიგოთ თქვენი მოსაზრებები და შევაგროვოთ ჩვენი ორგანიზაციისთვის ინფორმაცია.

 

4. მონაცემთა შენახვა

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ კონფიდენციალურობის დებულებაში ასახული მიზნების შესასრულებლად, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი, ბუღალტრული ან ანგარიშგების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენახვის უფრო გრძელი პერიოდია მოთხოვნილი ან კანონით ნებადართული. პერსონალური ინფორმაციის შენახვის შესაბამისი პერიოდის დასადგენად ჩვენ განვიხილავთ ინფორმაციის რაოდენობას, ხასიათსა და სენსიტიურობას, ზიანის პოტენციურ რისკს ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების ან გამჟღავნების შედეგად, რა მიზნებისთვის მივიღეთ ინფორმაცია და შეგვიძლია თუ არა, მივაღწიოთ ამ მიზნებს სხვა საშუალებებით, ასევე, შევასრულოთ მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნები.

5. როგორ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას

ზემოთ აღწერილი მიზნებისა და გამოყენების გარდა, ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას შემდეგი გზებით:

  • ჩვენი ვებსაიტების მონახულებისას თქვენი იდენტიფიცირებისთვის.
  • პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებისთვის ან დაბრუნების დასამუშავებლად.
  • ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების გასაუმჯობესებლად.
  • ანგარიშსწორების პროცესის გასამარტივებლად.
  • ანალიტიკის მოსამზადებლად.
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის, როგორიცაა პასუხის გაცემა ან/და შემდგომი დაკვირვება თქვენს თხოვნებზე, შეკითხვებზე, პრობლემებსა თუ გამოხმაურებაზე.
  • მარკეტინგული და სარეკლამო მასალების გასაგზავნად, ჩვენს ან ჩვენი ბიზნეს პარტნიორების პროდუქტებთან, სერვისებთან, ფასდაკლებებთან ან პრომოაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
  • იმისთვის, რომ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ მავნე, მატყუარა, თაღლითური ან უკანონო ქმედებები, მათ შორის, ჩვენი დებულებისა და წესებისა და პირობების დარღვევა, უსაფრთხოების ინციდენტები და ჩვენი კომპანიისა და ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების ზიანი.
  • იმ შეცდომების გამართვის, იდენტიფიცირებისა და გასწორების მიზნით, რომლებიც აზიანებს ჩვენი ვებსაიტისა და სერვისების არსებულ სამიზნე ფუნქციონირებას.
  • იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულებები, გავამყაროთ ან განვახორციელოთ ჩვენი უფლებები და დავიცვათ საკუთარი თავი სამართლებრივი სარჩელების წინააღმდეგ.
  • შიდა ადმინისტრაციული მიზნებისთვის, ასევე, ჩვენი ურთიერთობების მართვისთვის.
  • სხვა მიზნებისთვის, რომლებსაც შეიძლება დაეთანხმოთ (დროდადრო).

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი სექციები აღწერს თქვენი ინფორმაციის შეგროვების ძირითად მიზანს, ბევრ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მიზანი. მაგალითად, თუ თქვენ დაასრულებთ ონლაინშესყიდვას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი ინფორმაცია თქვენთან კონტრაქტის შესასრულებლად, მაგრამ ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენს ინფორმაციას იმის გამო, რომ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი თქვენი ინფორმაციის შენახვის კუთხით, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ სწრაფად და მარტივად შეგვეძლოს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას შეკვეთის შესახებ. აქედან გამომდინარე, თქვენი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება სხვადასხვა კონტექსტში ეფუძნება თქვენს თანხმობას, ხელშეკრულების შესრულების საჭიროებას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და ჩვენი ბიზნესის წარმართვის ლეგიტიმურ ინტერესს.

 

6. როგორ ვაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას

კონფიდენციალურობის ამ დებულების სხვაგან განხილული კონკრეტული სიტუაციების გარდა, ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია შემდეგ სიტუაციებში:

  • შვილობილი კომპანიები და შესყიდვები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენს კორპორატიულ ფილიალებს (მაგ., მშობელ კომპანიას, დობილ კომპანიებს, შვილობილ კომპანიებს, ერთობლივ საწარმოებს ან საერთო კონტროლის ქვეშ არსებულ სხვა კომპანიებს). თუ სხვა კომპანია შეისყიდის ან გეგმავს, შეისყიდოს ჩვენი კომპანია, ბიზნესი ან ჩვენი აქტივები, ჩვენ ასევე გავუზიარებთ ინფორმაციას ამ კომპანიას, მათ შორის, მოლაპარაკების ეტაპზე.
  • სხვა გამჟღავნება თქვენი თანხმობის გარეშე: ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ ინფორმაცია სასამართლო გამოძახების, ვარანტების ან სასამართლო ბრძანებების საპასუხოდ, რაიმე იურიდიულ პროცესთან დაკავშირებით ან შესაბამისი კანონების დაცვის მიზნით. ამას გარდა, შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავაზიაროთ ჩვენი უფლებების გასამყარებლად ან განსახორციელებლად, სამართლებრივი სარჩელისგან თავის დასაცავად, ასევე, იმისთვის, რომ ჩავატაროთ გამოძიება, უზრუნველვყოთ პრევენცია ან მივიღოთ შესაბამისი ზომები შესაძლო უკანონო ქმედებებთან, სავარაუდო თაღლითობასთან, ამა თუ იმ პიროვნების ან საკუთრების უსაფრთხოებასთან ან ჩვენი წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ან იმისთვის, რომ შევასრულოთ შუამავალი მესამე მხარისთვის პროდუქტების მიწოდების ან მისი მეშვეობით სერვისების უზრუნველყოფის თქვენი მოთხოვნა.
  • პარტნიორის პრომოაქცია: ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ პრომოაქციები მესამე მხარის პარტნიორებთან. თუ გადაწყვეტთ, ჩაერთოთ პრომოაქციაში, რომელიც დაფინანსებულია მესამე მხარის პარტნიორის მიერ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაზიარდება ჩვენთან და მასთან. მის მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენება არ რეგულირდება ამ კონფიდენციალურობის დებულებით.
  • მომსახურების პროვაიდერები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს. სხვა საკითხებთან ერთად, მომსახურების პროვაიდერები გვეხმარებიან ჩვენი ვებსაიტის ადმინისტრირებაში და ჩვენი ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის სერვისების უზრუნველყოფაში, ტექნიკური მხარდაჭერის გაწევაში, გადახდების დამუშავებასა და შეკვეთების შესრულებაში.
  • სხვა გამჟღავნება თქვენი თანხმობით: ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მესამე მხარეებთან, როდესაც ამის თაობაზე თქვენი თანხმობა ან მითითება გვექნება.


7. თქვენი უფლებები

თქვენი მდებარეობისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები:

  • თქვენს მონაცემებზე წვდომა: უფლება, მოითხოვოთ, რომ გაგიმჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ ან ვამჟღავნებთ თქვენ შესახებ, ასევე, ინფორმაცია მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენი პრაქტიკის შესახებ. გარკვეულ შეზღუდულ გარემოებებში, ასევე შეგიძლიათ, მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე პორტატულ, მანქანით წაკითხვად ფორმატში.
  • გადამოწმება და გასწორების მოთხოვნა: უფლება, მოითხოვოთ, რომ გამოვასწოროთ არაზუსტი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვინახავთ თქვენ შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით თქვენს მზადყოფნას, განაახლოთ და შეასწოროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. ჩვენი ვებსაიტი საშუალებას გაძლევთ, შეცვალოთ ან წაშალოთ თქვენი ანგარიშის პროფილი. თუ ჩვენი ვებსაიტი არ გაძლევთ საშუალებას, განაახლოთ ან შეასწოროთ გარკვეული ინფორმაცია, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, რომ მოითხოვოთ თქვენი ინფორმაციის შეცვლა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება შევინახოთ ისტორიული ინფორმაცია ჩვენს სარეზერვო ფაილებში, როგორც ეს კანონით ნებადართულია.
  • თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ან სხვაგვარად ამოღება: უფლება, მოგვთხოვოთ, რომ წავშალოთ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია.
  • თქვენი თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს: უფლება, გააუქმოთ თანხმობა, თუ ადრე დათანხმდით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას.
  • თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გაპროტესტება: უფლება, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, თუ ის ხორციელდება სამართლებრივ და არა თანხმობის საფუძველზე.
  • ინტერნეტში თვალის დევნება: ჩვენ ამჟამად არ ვცნობთ სიგნალს „არ მადევნო თვალი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღწერილი ყველა უფლება არ არის აბსოლუტური და ისინი არ ვრცელდება ყველა შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ან უარვყოთ თქვენი მოთხოვნა, რადგან კანონი გვაძლევს ნებას ან მოითხოვს ამის გაკეთებას, ან თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ თქვენი ვინაობის ადეკვატურად გადამოწმებას. ჩვენ არ განვახორციელებთ დისკრიმინაციას იმ პირების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ კონფიდენციალურობის უფლებებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ, წაიკითხოთ ეს სექცია, რომ გაიგოთ მეტი კონკრეტული უფლებების შესახებ. ზემოთ აღწერილი რომელიმე უფლების გამოყენების შესახებ მოთხოვნის გადმოსაგზავნად ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებული ჩვენი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით ან ჩვენთან დაკავშირების გვერდის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, რომ კანონის მიხედვით, ჩვენ მოგთხოვთ თქვენი ვინაობის დადასტურებას. თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ჩვენგან შეძენილი ბოლო ნივთის ან ჩვენგან ბოლო შეძენის თარიღის მონაცემები. ჩვენ ასევე შეიძლება გთხოვოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი ხელმოწერილი დეკლარაციის წარდგენა. მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ გამოვიყენებთ გონივრულ ძალისხმევას, რომ მოგაწოდოთ, გავასწოროთ ან წავშალოთ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ანგარიშიდან.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლება თქვენი სახელით კონფიდენციალურობის გარკვეული უფლებების განხორციელების მოთხოვნა. თუ თქვენ ხართ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც აგზავნის მოთხოვნას ფიზიკური პირის სახელით, უნდა დაურთოთ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი, რომელიც მიუთითებს, რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ სხვა პირის სახელით.

როგორ გავაუქმო მარკეტინგული ელწერილების გამოწერა?

თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ მარკეტინგთან დაკავშირებული ელწერილების მიღებაზე თქვენი პროფილის პარამეტრებიდან გამოწერის გაუქმების ფუნქციის გამოყენებით. უპირატესი პარამეტრების სამართავად შედით თქვენს ანგარიშში, შემდეგ კი გადადით თქვენი პროფილის პარამეტრებზე. ჩართეთ ან გამორთეთ „მსურს, მივიღო სარეკლამო ელწერილები“, რომ შეინახოთ ცვლილებები. თქვენი ელფოსტის მისამართი შეძლებისდაგვარად მალე ამოიშლება ელფოსტით მარკეტინგის კომუნიკაციებიდან.

Airalo-ს მარკეტინგულ კომუნიკაციებზე უარის თქმის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე [email protected].

როგორ წავშალო ჩემი ანგარიში?

თქვენ შეგიძლიათ, წაშალოთ საკუთარი ანგარიში თქვენი პროფილის პარამეტრებიდან „ანგარიშის წაშლის“ ფუნქციის გამოყენებით. შედით თქვენს ანგარიშში, შემდეგ კი გადადით თქვენი პროფილის პარამეტრებზე. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ თქვენი სურვილი. მოთხოვნას დავამუშავებთ დაუყოვნებლივ ან მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, თუ დართული იქნება სპეციალური მოთხოვნები.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ვინაობისა და ჩვენთან ურთიერთობის დადასტურება, სანამ გადავალთ თქვენი მოთხოვნის განხილვაზე.

რა შემთხვევებში აგრძელებს Airalo მონაცემების დამუშავებას მას შემდეგ, რაც მიიღებს წაშლის მოთხოვნას ან პროტესტს დამუშავებასთან დაკავშირებით?

გარკვეულ გარემოებებში Airalo-ს კანონით შეიძლება მოეთხოვოს. შეინარჩუნოს და დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები წაშლის მოთხოვნის ან დამუშავებაზე წინააღმდეგობის შემდეგაც კი. მაგალითად, Airalo-ს მოეთხოვება, შეინარჩუნოს გარკვეული პერსონალური ინფორმაცია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონისმიერი ვალდებულებები პროცედურის „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) ფარგლებში, ასევე გადახდის ტრანზაქციების დეტალები.

9. მონაცემთა გადაცემა და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

სერვისი ეკუთვნის Airalo-ს და მისი წვდომა შესაძლებელია ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, თქვენი ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს უცხო ქვეყანაში, სადაც კონფიდენციალურობის შესახებ კანონები შეიძლება იყოს ნაკლებად მკაცრი, ვიდრე თქვენი ქვეყნის კანონებია. მიუხედავად ამისა, სადაც შესაძლებელია, ჩვენ ვიღებთ ზომებს, რომ პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს კონფიდენციალურობის იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებიც ვრცელდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც პირველად მივიღეთ თქვენი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი ინფორმაციის გადაცემას, შენახვას და დამუშავებას სხვა ქვეყანაში, გარდა თქვენი საცხოვრებელი ქვეყნისა — მათ შორისა, მაგრამ აუცილებლად მისით არ შემოიფარგლება, შეერთებული შტატები. თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენს მცდელობებთან დაკავშირებით, გამოვიყენოთ ერთი იურისდიქციის კონფიდენციალურობის პრინციპები მონაცემებზე, რომლებიც გადადის სხვა იურისდიქციაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

9. უსაფრთხოება

ჩვენ ვიცავთ ზოგადად მიღებულ ინდუსტრიულ სტანდარტებს, რომ დაგეხმაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვაში. ინტერნეტის, მობილური ტექნოლოგიების ან ელექტრონული შენახვის მეთოდის გადაცემის არცერთი მეთოდი არ არის სრულიად უსაფრთხო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელსაც ონლაინ ვაგროვებთ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიის გაცემა.

Airalo-ს მომხმარებლები რჩებიან პასუხისმგებელი თავიანთი პაროლისა და შესვლის მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე. თუ გაქვთ საფუძველი, იფიქროთ, რომ თქვენი ჩვენთან ურთიერთობა აღარ არის დაცული (მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არის ამა თუ იმ ანგარიშის უსაფრთხოება, რომელიც შეიძლება გქონდეთ ჩვენთან), გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ პრობლემის შესახებ [email protected]ზე.

10. ამ დებულების ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ კონფიდენციალურობის ამ დებულების პირობები. თუ ამ დებულებაში ან თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებები შევა, ჩვენ შეგატყობინებთ მსგავსი ცვლილებების შესახებ, რისთვისაც შეტყობინებას განვათავსებთ აქ ან ჩვენს მთავარ გვერდზე, ან მას ელფოსტის გამოგზავნით. გირჩევთ, გადახედოთ ამ დებულებას, როდესაც ეწვევით ჩვენს ვებსაიტებს ან აპლიკაციებს. ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება მოიცავს „ძალაში შესვლისა“ და „ბოლო განახლების“ თარიღებს. ძალაში შესვლის თარიღი აღნიშნავს მიმდინარე ვერსიის ძალაში შესვლის თარიღს. ბოლო განახლების თარიღი აღნიშნავს თარიღს, რომელშიც მიმდინარე ვერსია ბოლოს არსებითად შეიცვალა.

11. ბავშვები

ჩვენი სერვისები არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 16 წლამდე არაემანსიპირებული არასრულწლოვანებისგან, მშობლების თანხმობის გარეშე. 13 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მოგვაწოდონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი, მიმართვა ან პრეტენზია ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, ან თუ შეზღუდული შესაძლებლობების გამო კონფიდენციალურობის ამ დებულებაზე ალტერნატიული ფორმატით წვდომა გჭირდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

  • [email protected]
  • ტელეფონის ნომერი უფასო ზარისთვის აშშ-ში: +1 (888) 870-2848

თუ არ დარჩებით კმაყოფილი ჩვენი პასუხით და იმყოფებით ევროკავშირში ან გაერთიანებულ სამეფოში, შეიძლება გქონდეთ უფლება, საჩივარი შეიტანოთ თქვენს ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანოში.

13. დამატებითი ინფორმაცია კალიფორნიის რეზიდენტებისთვის

კალიფორნიის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ გავამჟღავნოთ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით. თუ კალიფორნიის რეზიდენტი ხართ, კონფიდენციალურობის დებულების დანარჩენ ნაწილთან ერთად ვრცელდება შემდეგი გამჟღავნებული ინფორმაცია კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

  • California Shine the Light: თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ რა კატეგორიების პერსონალურ ინფორმაციას ვუზიარებთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მესამე მხარეებს ან შვილობილ კომპანიებს იმისთვის, რომ გამოიყენონ პირდაპირი მარკეტინგისთვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა ზემოთ მოცემულ საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში მითითებული მონაცემების გამოყენებით.
  • შეტყობინება შეგროვების შესახებ: ქვემოთ მოცემული ცხრილში აღწერილია, თუ რომელი კატეგორიების პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ, ვამჟღავნებთ საქმიანი მიზნებისთვის, „ვყიდით“ ან/და „ვაზიარებთ“ (როგორც ეს ტერმინები განსაზღვრულია კალიფორნიის კანონით). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მითითებული მიმღებების გარდა, ჩვენ მიერ შეგროვებული ნებისმიერი კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ასევე შეიძლება გავამჟღავნოთ სამთავრობო უწყებებთან, როგორც ეს შეიძლება მოითხოვებოდეს კანონის შესასრულებლად ან უკანონო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ „ვყიდით“ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ. როგორც ეს განხილულია კონფიდენციალურობის დებულების სხვა ნაწილში, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებს და მსგავს თვალსადევნებელ ტექნოლოგიებს მიზნობრივი რეკლამირებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფიდენციალურობის დებულების სექცია „ქუქი-ჩანაწერები და სხვა ტექნოლოგიები“. დეტალური ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის დებულების სექცია ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია.

 

პერსონალური ინფორმაციის კატეგორია მიმღებთა კატეგორიები  
  საქმიანი მიზნით გამჟღავნების შემთხვევები გაზიარება სხვადასხვა კონტექსტში ქცევითი რეკლამირებისთვის
იდენტიფიკატორები – ეს შეიძლება შეიცავდეს ნამდვილ სახელს, მეტსახელს, საფოსტო მისამართს, უნიკალურ პერსონალურ იდენტიფიკატორს, ონლაინიდენტიფიკატორს, ელფოსტის მისამართს, ანგარიშის სახელს ან სხვა მსგავს იდენტიფიკატორებს.

ფილიალები ან შვილობილი კომპანიები

ბიზნეს პარტნიორები

მონაცემთა ანალიტიკის მომწოდებლები

ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები

პარტნიორები ერთობლივ მარკეტინგში 

ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

მომსახურების სხვა მომწოდებლები

გადახდის დამმუშავებლები და ფინანსური დაწესებულებები 

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

სოციალური ქსელები

სარეკლამო ქსელები
ოფიციალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია – ეს შეიძლება იყოს სოციალური დაზღვევის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი ან პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი.

ქსელის ოპერატორები (სადაც აუცილებელია eKYC)

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 
ფინანსური ინფორმაცია – ეს შეიძლება იყოს საბანკო ანგარიშის ნომერი, საკრედიტო ბარათის ნომერი, სადებეტო ბარათის ნომერი და სხვა ფინანსური ინფორმაცია.

ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

გადახდის დამმუშავებლები და ფინანსური დაწესებულებები 

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 
დაცული კლასიფიკაციების მახასიათებლები – ეს შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, რასა, ეთნიკური კუთვნილება, ფიზიკური ან გონებრივ შეზღუდულობა და ა.შ.

ქსელის ოპერატორები (სადაც აუცილებელია eKYC)

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 
კომერციული ინფორმაცია – ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია შეძენილი, მოპოვებული ან განხილული პროდუქტების ან სერვისების შესახებ, ან შესყიდვების/მოხმარების სხვა ისტორიებისა თუ ტენდენციების შესახებ.

ფილიალები ან შვილობილი კომპანიები

ბიზნეს პარტნიორები

მონაცემთა ანალიტიკის მომწოდებლები

ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები

პარტნიორები ერთობლივ მარკეტინგში 

ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

მომსახურების სხვა მომწოდებლები

გადახდის დამმუშავებლები და ფინანსური დაწესებულებები 

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

სოციალური ქსელები

 
ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული ქსელის აქტივობის ინფორმაცია – ეს შეიძლება მოიცავდეს დათვალიერების ისტორიას, ძიების ისტორიასა და ინფორმაციას ინდივიდუალური ინტერაქციის შესახებ ინტერნეტ-ვებსაიტთან, აპლიკაციასთან ან რეკლამასთან. მონაცემთა ანალიტიკის მომწოდებლები სარეკლამო ქსელები
პროფესიული და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

ფილიალები ან შვილობილი კომპანიები

ბიზნეს პარტნიორები

ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

მომსახურების სხვა მომწოდებლები

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 
არასაჯარო ინფორმაცია განათლების შესახებ (როგორც ამას განსაზღვრავს აქტი ოჯახის განათლების უფლებებისა და კონფიდენციალურობის შესახებ)

ფილიალები ან შვილობილი კომპანიები

ბიზნეს პარტნიორები

ოპერაციული სისტემები და პლატფორმები

მომსახურების სხვა მომწოდებლები

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 
პერსონალური ინფორმაციის დამატებითი კატეგორიები აღწერილია კალიფორნიის მომხმარებელთა ჩანაწერების დებულებაში (Cal. Civ. Code § 1798.80(e)) – ეს შეიძლება მოიცავდეს ხელმოწერას, ფიზიკურ მახასიათებლებს ან აღწერილობას, სადაზღვევო პოლისის ნომერს.

ქსელის ოპერატორები (სადაც აუცილებელია eKYC)

პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს აუდიტორები და იურიდიული ფირმები

 

 

  • სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება კალიფორნიაში. ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიების სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას (როგორც ეს განსაზღვრულია კალიფორნიის კანონმდებლობით): ბიომეტრიული ინფორმაცია, გეოლოკაცია, სოციალური დაზღვევის ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ინფორმაცია, ანგარიშში შესვლა და საგადახდო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გროვდება ტრანსაქციების დასამუშავებლად, კანონების შესასრულებლად, ჩვენი ბიზნესის სამართავად ან სერვისების მოწოდების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ასეთ ინფორმაციას იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების აქტის 1798.121 სექციაში.

2024 AIRGSM PTE. LTD.

ყველა უფლება დაცულია

მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.