კავშირზე ყოფნა საზღვარგარეთ დიდი ხნის გამოწვევაა მოგზაურებისთვის. ლოკალური SIM-ბარათის შეძენის სირთულიდან დაწყებული, იმ ზღვარგადასული გადასახადებით დამთავრებული, რომლებსაც სიამოვნებით გიწესებენ ადგილობრივი ოპერატორები საერთაშორისო სერვისისთვის, კარგი გამოსავალი დიდი ხანი არ გამოჩენილა.
ახლა სწორედ ასეთ გამოსავალს გთავაზობთ. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც eSIM-ები არსებობს, თუმცა მათ საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ მუშაობს eSIM? კარგი ამბავი გვაქვს!
აქ მოცემულია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ამ მშვენიერი ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც ამარტივებს მოგზაურობას და გზაში ყოფნისას კავშირზე ყოფნაში გეხმარებათ.
რა არის eSIM და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ყველა ტელეფონს სჭირდება SIM-ბარათი, რომ მიიღოს წვდომა მობილურ ინტერნეტსა და ფიჭურ სერვისზე. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებმა ფიზიკურად უნდა ჩასვან ტელეფონში აპარატურული უზრუნველყოფის სპეციალური დეტალი (თუ ძველ ტელეფონს იყენებს, შეიძლება ჯერ კიდევ გიწევდეთ უკანა მხარის მოხსნა და ბარათის ბუდეში ჩადება).
იცით, რომ ეს შრომატევადია. ძალიან გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, როდესაც SIM-ბარათი მუდმივად გადაგაქვთ ტელეფონიდან ტელეფონში... ან ერთი SIM-ბარათიდან მეორეზე რთავთ.
ამის საპირისპიროდ, eSIM ჩაშენებული SIM-ბარათია — პატარა ჩიპი, რომელიც მიმაგრებულია პირდაპირ ტელეფონის პლატაზე. ისინი ბევრ შედარებით ახალ ტელეფონს აქვს SIM-ბარათის ტრადიციულ ჩასადებთან ერთად.
eSIM-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს ტრადიციულ SIM-ბარათებთან შედარებით. მაგალითად:
- სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეინახოთ eSIM-ის რამდენიმე მონაცემთა გეგმა: თქვენ არ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი გეგმით, როგორც ეს ფიზიკურ ბარათზეა.
- ისინი აძლიერებს ტელეფონებს: eSIM-ს ნაკლები სივრცე სჭირდება, ვიდრე SIM-ბარათს მისი გამოსაღები სადებით. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გახდა ისინი პოპულარული არის ის, რომ ისინი მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაუზარდონ ზომები სხვა კომპონენტებს ... როგორიცაა ბატარეა.
- აპარატურულ კომპონენტებთან შეხება საჭირო აღარ არის: საბედნიეროდ, შედარებით ახალი ტელეფონების შემთხვევაში, აღარ არის საჭირო უკანა მხარის გახსნა და კომპონენტებზე გარემო ფაქტორების ზემოქმედებას დაშვება. უფრო მეტიც, eSIM-ის წყალობით აღარ გიწევთ ფურცლების სამაგრების ძებნა, სადების ნახვრეტს რომ მოარგოთ მის გასახსნელად.
როგორ მუშაობს eSIM?
თუ eSIM, არსებითად, გაციფრულებული ფიზიკური SIM-ბარათია, eSIM იმავენაირად მუშაობს?
ამ შეკითხვას ხშირად გვისვამენ. და მოკლე პასუხი არის: დიახ.
eSIM-თან თავსებად ტელეფონებს აქვს ფიჭური სატარიფო გეგმის დამატების ვარიანტი პარამეტრებიდან. (აქ მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია iPhone-ებისთვის). როდესაც მონაცემთა გეგმას Airalo-ს სავაჭრო პლატფორმაზე შეიძენთ, eSIM-ის ინსტალაციას შეძლებთ პირდაპირ აპიდან, QR-კოდის ან თქვენი eSIM-ის ინფორმაციის ხელით შეყვანის მეშვეობით. მას ცოტა დრო სჭირდება და გაძლევთ გარკვეული ოდენობის მობილური მონაცემების გეგმას განსაზღვრულ დროში (დამოკიდებულია თქვენს პაკეტზე).
უნდა იცოდეთ, რომ:
- მონაცემთა გეგმა თქვენი რეგულარული ოპერატორისგან სრულიად დამოუკიდებელია: ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ იხდით ზედმეტად მაღალ საერთაშორისო გადასახადებს და შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის ნომრის გამოყენებაც კი განაგრძოთ.
- eSIM უკავშირდება ადგილობრივ ქსელებს: eSIM-ები, რომლებსაც Airalo გთავაზობთ, მუშაობს 200-ზე მეტ ქვეყანაში და სწრაფ ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ვიდრე ეს ოდესმე იყო.
- Airalo-ს არ სჭირდება კონტრაქტი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი eSIM-ის მონაცემთა გეგმა: მონაცემთა გეგმის შევსებას ან სხვა გეგმაზე გადასვლას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
ორმაგი SIM იგივეა რაც eSIM?
არა აუცილებლად.
ორმაგი SIM-ბარათი უბრალოდ ნიშნავს, რომ ტელეფონს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე SIM-ბარათის მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, არ იგულისხმება, რომ მეორე SIM-ბარათი eSIM-ია. ბევრი ტელეფონი უჭერს მხარს ორ SIM-ს, მაგრამ არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. მათ აქვთ ფიზიკური SIM-ბარათის ორი ბუდე — მათი ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ ჩასადებში.
ორი SIM-ბარათის მქონე სხვა ტელეფონები მხარს უჭერს ერთ SIM-ბარათს და eSIM-ს ან ერთდროულად ორ eSIM-საც კი.
რომელ ტელეფონებს შეუძლია eSIM-ის გამოყენება?
სია მუდმივად ახლდება, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ გაეცნოთ eSIM-თან თავსებადი მოწყობილობების ჩვენს სიას
(აქ მოცემულია 12 საუკეთესო ტელეფონი, რომლებშიც შესაძლებელია eSIM-ის გამოყენება).
სად შეიძლება (და არ შეიძლება) eSIM-ის გამოყენება?
Airalo-ს მაღაზიაში ამჟამად შეგიძლიათ 200-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონისთვის განკუთვნილი eSIM-ის გეგმების მიღება. ქსელის ძირითადი ოპერატორების მიერ eSIM-ები მხარდაჭერილია ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ასევე, კომერციულ ცენტრებში, მაგალითად, კანადაში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, კატარში, სინგაპურში, ტაივანში და აშშ-ში.
დიდი ალბათობით, eSIM-ის სატარიფო გეგმა ხელმისაწვდომი იქნება, სადაც მიემგზავრებით.
ამას გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ eSIM, რომელსაც არსებული ოპერატორი გთავაზობთ. უმეტეს შემთხვევაში, ეს ფიზიკური SIM-ბარათის სათადარიგო ბარათის შეკვეთის მსგავსი იქნება. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ოპერატორს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, წახვიდეთ ფიზიკურ მაღაზიაში, ასე რომ ამას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დრო.
თავგადასავალს არ აქვს საზღვრები — მათ შორის, არც მობილურ მონაცემებს Airalo-ს მეშვეობით
ესეც ასე: ზუსტად იცით, როგორ მუშაობს eSIM. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ, არსებითად, ისინი გაციფრულებული SIM-ბარათებია. ის თქვენი ტელეფონის პლატაზე მირჩილული ჩიპია, ამიტომ არასდროს დაგეკარგებათ. ამასთან, ერთზე მეტის ჩატვირთვას შეძლებთ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლოკალური სატარიფო გეგმებით (თითქმის), სადაც არ უნდა წახვიდეთ.
ეს ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტაა და სწრაფად ხდება მთავარი პროდუქტი ხშირი მოგზაურებისთვის. გაეცანით Airalo-ს eSIM-ის გეგმებს აქ.