როგორ იმოგზაუროთ როუმინგის გადასახადების გარეშე

როუმინგის გადასახადები...

ეს ადგილობრივი ოპერატორების რჩეული საიდუმლო ხერხია. საზღვარგარეთ ტელეფონის გამოყენებისას რისკავთ, რომ უზარმაზარი თანხის გადახდა მოგიწევთ მიუხედავად იმისა, რამდენად ყურადღებით იქნებით.

მოგზაურების უმეტესობას მოსდის ტელეფონის გადასახადი, რომელიც მოსალოდნელზე ასობით დოლარით მეტია ხოლმე. ასევე, ყველას გვსმენია უსიამოვნო ისტორიები როუმინგის მაღალი გადასახადების შესახებ.

საბედნიეროდ, რამდენიმე მეთოდი არსებობს მოგზაურობისას როუმინგის გადასახადების დასაზოგად.

გაგაცნობთ ოთხ სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ტელეფონის შოკისმომგვრელი გადასახადი როგორც საზღვარგარეთ ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში, ისე თქვენი ოჯახის სანახავად საზღვარზე შაბათ-კვირას გადასვლისას.

მოგზაურობისას როუმინგში ფულის დაზოგვის ოთხი მეთოდი

არ გქონდეთ იმედი, რომ გადასახადის დაბრუნებას შეძლებთ, თუ მონაცემთა გაცვლის გამორთვა დაგავიწყდებათ მოგზაურობის დაწყებამდე.

თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, როუმინგზე თანხის დაზოგვა რამდენიმე გზით შეგიძლიათ მოგზაურობისას. ერთადერთი სწორი მიდგომა არ არსებობს. ასარჩევად ქვემოთ წარმოგიდგენთ ოთხ სტრატეგიას. ყოველ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რას მოიცავს თქვენი მომდევნო მოგზაურობა.

1. წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ოპერატორს

გამგზავრებამდე თქვენს ოპერატორთან გაარკვიეთ, რა ვარიანტები გაქვთ საერთაშორისო მობილური ინტერნეტის მხრივ. ზოგი ოპერატორი უფასო საერთაშორისო მობილურ ინტერნეტს გთავაზობთ. როგორც წესი, ეს სატარიფო გეგმები საკმაოდ ძვირია, მაგრამ შეძენა შეიძლება ღირდეს, თუ ხშირად ხართ გზაში.

ანალოგიურად, სხვა ოპერატორები შემოგთავაზებენ უფასო საერთაშორისო მობილურ ინტერნეტს კონკრეტული ქვეყნებისთვის ან უფასო მობილურ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით … 2G სიჩქარით. შეგიძლიათ, დაფიქრდეთ ამ ვარიანტზე, თუ თქვენთვის მისაღებია.

დაბოლოს, სხვებმა შეიძლება შემოგთავაზონ სატარიფო გეგმები მოკლე პერიოდით. ტარიფები დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან ხანგრძლივობაზე. ამიტომ, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები უნდა მიიღოთ თქვენს შეკითხვებზე.

2. ადგილობრივ Wi-Fi-ზე დაყრდნობა

ბევრი მოგზაური საერთოდ უარს ამბობს მობილური ინტერნეტის გამოყენებაზე და Wi-Fi-ს ადგილობრივ წერტილებს ეყრდნობა. ეს თანხის დაზოგვის ყველასთვის ცნობილი ხერხია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს ურბანულ პირობებში. თუმცა, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს სოფლებში ან შორ ადგილებში.

ადგილობრივი Wi-Fi-ს გამოსაყენებლად მთლიანად უნდა გამორთოთ მობილური ინტერნეტი. ეს ნიშნავს პარამეტრებიდან მობილური ინტერნეტის გამორთვას. არ დაეყრდნოთ ფრენის რეჟიმს, რადგან ფონურმა სერვისებმა მაინც შეიძლება გამოიყენოს მობილური ინტერნეტი.

ბევრი ადამიანი დამატებით სიფრთხილეს იჩენს და SIM-ბარათს იღებს ტელეფონიდან. მის შესანახად უსაფრთხო ადგილი დაგჭირდებათ.

მობილური ინტერნეტის გარეშე ტელეფონი მაინც იმუშავებს Wi-Fi-ს ქსელში. ამასთან ერთად, გადაუდებელი დახმარების სერვისები აქტიური დარჩება. თქვენ ასევე შეძლებთ GPS-ის გამოყენებას, თუ Google Maps-იდან გაქვთ ჩამოტვირთული ადგილობრივი რუკები. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ორიენტაციაში დაგეხმარებათ. ამის შემდეგ:

  • მოძებნეთ კაფეები, რომლებშიც Wi-Fi უფასოა.
  • სცადეთ უფასო Wi-Fi-სთან დაკავშირება საჯარო ბიბლიოთეკებსა და სხვა მუნიციპალურ შენობებში.
  • თუ შტატგარეშე მუშაობთ, სცადეთ ერთობლივი ანგარიშის გახსნა.
  • ყურადღებით იყავით და არ დაუკავშირდეთ საეჭვო Wi-Fi ქსელებს, განსაკუთრებით, ღია ქსელებს უცნაურ ადგილებში.

3. ადგილობრივი SIM-ბარათის შეძენა

ადგილობრივი SIM-ბარათები კიდევ ერთი საშუალებაა, რომლის მეშვეობით გამოცდილი მოგზაურები ეკონომიას აკეთებენ საზღვარგარეთ ყოფნისას. დანიშნულების ადგილზე შეიძინეთ SIM-ბარათი და ჩასვით ტელეფონში. თქვენ გექნებათ ადგილობრივი ნომერი და ასევე, წვდომა ადგილობრივი ქსლების მობილურ ინტერნეტზე. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ამ მეთოდის გამოყენებით იაფად და მარტივად დარჩებით კავშირზე მოგზაურობის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, თუ რაღაც საეჭვოდ მარტივი და კარგი ჩანს, დიდი ალბათობით, ზოგჯერ ასეცაა. როგორც წესი, ადგილობრივი SIM-ბარათის შეძენას უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ შეცდომაც ადვილად შეიძლება მოგივიდეთ. მაგალითად:

  • შესაძლოა, შეიძინოთ SIM-ბარათი, რომელიც არ გთავაზობთ იმას, რაც რეკლამაშია.
  • შეიძლება ძალიან ბევრი ჩამოგაჭრათ.
  • შემთხვევით შეიძლება იყიდოთ არასწორი ტიპის ბარათი თქვენი ტელეფონისთვის.

ასეთი პრობლემების წარმოქმნის რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ ენა არ იცით ან არაავტორიზებულ დილერთან ყიდულობთ.

4. eSIM-ის შეძენა

დაბოლოს, გაქვთ თუ არა eSIM-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა?

eSIM იშიფრება როგორც ჩაშენებული SIM-ბარათი (ინგლ. embedded SIM card). ესაა პატარა ჩიპი, რომელიც თქვენი ტელეფონის სქემაზეა მირჩილული. მის გამოსაყენებლად მომწოდებლიდან ან სავაჭრო პლატფორმიდან უნდა ჩამოტვირთოთ მონაცემთა პაკეტი. გააქტიურების შემდეგ მომენტალურად მიიღებთ მობილურ ინტერნეტსა და კავშირს.

eSIM-ს უამრავი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის, რომ მისი გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია. ანალოგიურად, შეგიძლიათ, მონაცემთა რამდენიმე პაკეტი ჩამოტვირთოთ და მათ შორის გადართოთ მოგზაურობისას შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო პლატფორმების უმეტესობა ოპერატორებთან თანამშრომლობს, სატარიფო გეგმებს ადგილობრივ ფასად მიიღებთ, რაც eSIM-ს ეკონომიურ ვარიანტად აქცევს.

კიდევ ერთი სასიამოვნო მხარე ისაა, რომ ბევრ ტელეფონს შეუძლია eSIM-ის გამოყენება ორ SIM-ბარათთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ტელეფონიდან SIM-ბარათის ამოღება არ მოგიწევთ. უბრალოდ გამორთავთ მობილურ ინტერნეტს აღნიშნულ SIM-ბარათზე, ხოლო ზარებისა და ტექსტური შეტყობინებებისთვის ჩვეულებრივ გააგრძელებთ მის გამოყენებას. ამავდროულად, ინტერნეტს eSIM-ის მეშვეობით მიიღებთ. ოპერატორები ხშირად გთავაზობენ იაფ საერთაშორისო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს. ამიტომ, ეს საუკეთესო საშუალებაა მოგზაურობის დროს როუმინგის ხარჯების შესამცირებლად. ამასთან ერთად, თქვენი ძირითადი ნომერი ავთენტიკაციისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

მოგზაურობისას დაზოგეთ თანხა როუმინგზე Airalo-ს მეშვეობით

როუმინგის ხარჯები ძალიან დიდი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ მოგზაურობისას ყოველთვის დაგჭირდეთ მათი გადახდა. ამ სტატიაში მიმოვიხილეთ რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ მოგზაურობისას როუმინგზე თანხის დასაზოგად და ამავდროულად, მაინც შეინარჩუნოთ იმავე დონის კავშირი საზღვარგარეთ ყოფნისას.

შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ადგილობრივ Wi-Fi-წერტილებს, გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე eSIM-ბარათი და ა. შ. — კავშირზე დარჩენის იმდენივე გზა არსებობს, რამდენიც საზღვარგარეთ მოგზაურობის. არ შეიძინოთ ძვირი სატარიფო გეგმა და შვებულება არ გაატაროთ იმაზე დარდში, რამდენის გადახდა მოგიწევთ, როცა სახლში დაბრუნდებით. გამოიყენეთ მოგზაურებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან ყველა სასარგებლო რჩევა და დატკბით თავგადასავლებით.

eSIM-ის ყველაზე ხელმისაწვდომი სატარიფო გეგმის გასაცნობად ეწვიეთ Airalo-ს პლატფორმას ახლავე.


მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.