Რა არის eSIM და როგორ მუშაობს ის?

eSIM-ები ცვლის ჩვენი დაკავშირების მეთოდებს, თუმცა უმეტესობისთვის ის ახალი ტექნოლოგიაა. აქ თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც eSIM-ებში გასარკვევად გჭირდებათ. განაგრძეთ კითხვა, რომ გაიგოთ, რა არის eSIM-ები, როგორ მუშაობს ისინი, eSIM-ების უპირატესობები და მისთ.

ამ სტატიაში:

რა არის eSIM?

პირველ რიგში: რა არის eSIM? eSIM ნიშნავს „ჩაშენებულ SIM-ბარათს“. როგორიცაა ტრადიციული SIM, ის არის პატარა ჩიპი, რომელიც ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას, როგორც მობილური სერვისის გამომწერის და გაკავშირებთ ქსელთან. ტრადიციული SIM-ისგან განსხვავებით, ის ჩაშენებულია თქვენს მოწყობილობაში და მუშაობს 100%-ით ციფრულად.

eSIM თუ ფიზიკური SIM: რა არის სხვაობა?

აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი სხვაობა eSIM-სა და ფიზიკურ SIM-ს შორის:

  • ფიზიკური SIM არის ამოღებადი ჩიპი.
  • eSIM ჩაშენებულია თქვენს მოწყობილობაში.
  • ფიზიკური SIM მიბმულია კონკრეტულ ოპერატორთან.
  • eSIM-ს აქვს დამოუკიდებელი ოპერატორი.
  • ფიზიკური SIM ამოღებადია და შესაძლოა, დაკარგოთ ან მოგპარონ.
  • eSIM, შესაძლოა, წაშალონ, მაგრამ ვერ დაიკარგება და ვერ მოიპარავენ

esim თუ ფიზიკური sim

როგორ მუშაობს eSIM?

ახლა, როდესაც გავიგეთ, რა არის eSIM, განვიხილოთ, როგორ მუშაობს eSIM. eSIM შეიძლება ჩაითვალოს ციფრულ SIM-ბარათად. ის არის ხელახლა პროგრამირებადი ჩიპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ მონაცემები ნებისმიერი ადგილიდან. ოპერატორის ან მონაცემთა გეგმის შესაცვლელად საჭირო არ არის SIM-ბარათების გამყიდველის პოვნა ან ფიზიკური ბარათის გამართვა. სანაცვლოდ, შეგიძლიათ, შეიძინოთ და ჩამოტვირთოთ eSIM-ის მონაცემთა გეგმა და მომენტალურად დაუკავშირდეთ მობილურ ქსელს.

აი, როგორ ჩამოტვირთოთ და გაააქტიუროთ Airalo-ს eSIM:

  • შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი მოწყობილობა განბლოკილი და eSIM-თან თავსებადი.
  • გადადით Airalo-ს ვებსაიტზე ან ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი (iOS | Android).
  • აირჩიეთ eSIM-ის სატარიფო გეგმა (მაგალითად, ლოკალური, რეგიონული და გლობალურისატარიფო გეგმები).
  • მიჰყევით ინსტრუქციებს თქვენი გეგმის ჩამოსატვირთად და დასაინსტალირებლად (მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჭირდება).
  • დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ დაუკავშირდით ადგილობრივ ქსელს.

სმარტფონი, რომელზეც გახსნილია Airalo-ს აპი

eSIM-ის უპირატესობები: რატომ უნდა გადაერთოთ?

eSIM-ებს აქვს უამრავი უპირატესობა — მოგზაურობის დაწყებიდან დასრულებამდე კავშირზე ყოფნა იქნება ეს თუ როუმინგის გადასახადების დავიწყება. გაგაცნობთ Airalo-ს eSIM-ის ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობებს.

ჩაშენებული ტექნოლოგია

eSIM-ის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ აღარ გჭირდებათ ფიზიკური SIM-ბარათისთვის თვალყურის დევნება. ახალი მიმართულებით მიემგზავრებით? თავიდან აიცილეთ SIM-ბარათის ასაღებ რიგში დგომა და დაივიწყეთ SIM-ბარათების ჩაწყობის სისტემა. სანაცვლოდ, ჩამოტვირთეთ eSIM-ის გეგმა და გაიმარტივეთ მოგზაურობა!

მონაცემთა მოქნილი გეგმები

აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი გეგმა. Airalo-ს გეგმები განსხვავდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მდებარეობა (მაგ., ლოკალური, რეგიონული, გლობალური)
  • მონაცემები (მაგ., 1 გბაიტი, 3 გბაიტი, 5 გბაიტი და ა.შ.)
  • მოქმედების პერიოდი (მაგ., 7 დღე, 14 დღე, 30 დღე და ა.შ.)
  • ფასი (დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ პაკეტზე)

პროფესიონალთა რჩევა:თუ მონაცემები შეგიცოტავდებათ, მარტივად შეგიძლიათ ბალანსის შევსება Airalo-ს აპში.

გლობალური დაფარვა

Airalo-ს eSIM-ების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლიათ, იპოვოთ გეგმები 200-ზე მეტი მიმართულებისთვის მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელობა არ აქვს, მოგზაურობის დროს ტორონტოში აღმოჩნდებით თუ ტანჟერში — ყველგან შეგეძლებათ კავშირზე ყოფნა. უბრალოდ, შეიძინეთ eSIM, დააინსტალირეთ ის თქვენს მოწყობილობაზე და დაუკავშირდით ლოკალურ ქსელს დაშვებისას.

შეინახეთ რამდენიმე eSIM

მოწყობილობების უმეტესობაში რამდენიმე eSIM-ის ქონა შეგიძლიათ, რაც ერთზე მეტი ნომრის ქონის საშუალებას გაძლევთ. ვთქვათ, სამსახურისა და პირადი ტელეფონი გაქვთ. ორი eSIM-ის ქონა ნიშნავს, რომ აღარ დაგჭირდებათ ორ მოწყობილობასთან შეჭიდება.

შეინარჩუნეთ თქვენი ძირითადი ნომერი

ტელეფონზე ჩვენს მიჯაჭვულობას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. მათ ბევრ რამეში ვიყენებთ, ვინაობის დადასტურებიდან დაწყებული, ახლობელ-მეგობრებთან კავშირის ჩათვლით. ორი SIM-ის მქონე ტელეფონის შემთხვევაში eSIM-ის გამოყენება შეგიძლიათ მონაცემებზე წვდომისთვის, ძირითადი ნომრის კი — ზარების განსახორციელებლად და SMS-ების მიმოცვლისთვის.

არანაირი მოულოდნელი გადასახადები როუმინგისთვის

თითქმის ყველა მოგზაურს გამოუცდია როუმინგის მოულოდნელი გადასახადების დაკისრების შემთხვევები. ისინი სწრაფად გროვდება. Airalo-ს eSIM-ის საშუალებით ზუსტად იმ ოდენობის მონაცემებს იღებთ, რამდენის საფასურსაც იხდით, მონაცემების ამოწურვის შემთხვევაში კი შევსებაც შეგიძლიათ. ეს უპირატესობა ნიშნავს, რომ დაბრუნების შემდეგ როუმინგის უსიამოვნო გადასახადები არ დაგხვდებათ.

როგორ შემიძლია eSIM-ის გამოყენება?

eSIM და მოგზაურობა განუყრელია, თუმცა eSIM-ის ტექნოლოგიას სხვა მრავალი გამოყენებაც აქვს. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ იყენებენ Airalo-ს მომხმარებლები eSIM-ებს.

გასართობად მოგზაურობა

Airalo-ს მომხმარებელთა უმეტესობა eSIM-ებს მოგზაურობისთვის იყენებს. მნიშვნელობა არ აქვს, შაბათ-კვირას დასასვენებლად მიდიხართ თუ საერთაშორისო მასშტაბის თავგადასავალს იწყობთ — eSIM მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა მთელ მსოფლიოში კავშირის შესანარჩუნებლად. ერთ კონკრეტულ ადგილას ხანგრძლივი დროის გატარების შემთხვევაში, როგორც წესი, მოგზაურები ხელახლა ავსებენ eSIM-ებს რამდენჯერმე. სხვადასხვა ქვეყნის მონახულების შემთხვევაში ისინი ირჩევენ რეგიონულ ან გლობალურ გეგმას, რომელიც საშუალებას აძლევთ, შეინარჩუნონ კავშირი სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობისას. 

საზღვარგარეთ სწავლა

eSIM-ები ასევე პოპულარულია საერთაშორისო სტუდენტებში. სახლიდან შორს გადასვლა გარდამტეხი გამოცდილებაა, რომელიც განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს უცხო ქვეყანაში. eSIM-ების საშუალებით საერთაშორისო სტუდენტები მარტივად ინარჩუნებენ კავშირს შინ დატოვებულ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მაშინ, როდესაც უცხოეთში ახალ კავშირებს ამყარებენ. 

მოგზაურობა სამუშაოსთვის

eSIM საუკეთესო ვარიანტია საქმიანი მოგზაურობისთვის, ან თუ მოგზაურობა არის თქვენი საქმიანობა (მეზღვაურებისა და ბორტგამცილებლების შემთხვევაში). eSIM თქვენს დანიშნულების ადგილზე ოპერატორებს შორის მოხერხებულად გადართვის საშუალებას გაძლევთ. არ არის საჭირო SIM-ის ადგილობრივი გამყიდველის მოძებნა, რამდენიმე SIM-ისთვის თვალის დევნება ან როუმინგის გადასახადებზე ნერვიულობა მოგზაურობის განმავლობაში.

მონაცემების სახლში გამოყენება

Airalo-ს ზოგიერთი მომხმარებელი იყენებს eSIM-ს, როგორც მოსახერხებელ ალტერნატივას სახლში მონაცემებზე წვდომისთვის. ის კარგი საშუალებაა, თუ თქვენი ადგილობრივი ოპერატორის ქსელი ნელი და/ან არასანდოა, ან თუ მონაცემების გამოყენება გსურთ თვეში მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა.

დისტანციური მუშაობა

თუ ხართ ციფრული მომთაბარე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, eSIM-ის არჩევა საუკეთესო ვარიანტია. eSIM-ის მეშვეობით შეგიძლიათ, მარტივად დაუკავშირდეთ ადგილობრივ ქსელს და იმუშაოთ ნებისმიერი ადგილიდან. ციფრული მომთაბარეებისთვის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ დისტანციურად მუშაობისას შეგიძლიათ, დაეყრდნოთ eSIM-ის მონაცემებს და არა გაუმართავ Wi-Fi-ს. eSIM ამარტივებს Zoom-ის ზარების განხორციელებას, ელწერილების შემოწმებას და ფაილების გაგზავნას ნებისმიერი ადგილიდან. 

უკვე გადაერთეთ eSIM-ის ტექნოლოგიაზე? შეიძინეთ პირველი eSIM Airalo-სგან დღეს.


მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.