Რატომ Airalo? აი, რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენ შესახებ

eSIM ბარათების კუთხით, Airalo არ ჩამოუვარდება. 2019 წელს დაარსებული Airalo იყო მსოფლიოში პირველი eSIM მაღაზია და ის დღემდე ყველაზე დიდია. ჩვენ გვყავს ასობით ათასი მომხმარებელი, გვაქვს ათიათასობით მიმოხილვა და პროდუქტი ასობით ქვეყნისა და რეგიონისთვის — ჩვენი eSIM-ის გეგმები საუკეთესოა მსოფლიოში. წაიკითხეთ, რომ გაიგოთ, რატომ ირჩევენ მომხმარებლები Airalo-ს eSIM ბარათებს!

რატომ eSIM-ები?

წარმოიდგინეთ: თქვენ გაქვთ სრულიად ახალი ტელეფონი და უნდა წაიღოთ ადგილობრივ მაღაზიაში, რომ დააყენოთ ადგილობრივ მონაცემთა გეგმა და ფიზიკური SIM-ბარათი. ამას დრო სჭირდება, არა? რა მოხდება, თუ ამ მაღაზიაზე წვდომა გექნებათ თქვენი სახლიდან და მხოლოდ ერთი მოწყობილობიდან? 

ეს არის გამოსავალი, რომელიც ვიპოვეთ. იმის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მონაცემთა პაკეტები ნებისმიერ დროს (და ნებისმიერ ადგილას), კავშირი გახდა უფრო მარტივი, უფრო ხელმისაწვდომი და უფრო მდგრადი — სამი მახასიათებელი, რომელზე ვთანხმდებით.

რა არის eSIM? 

eSIM ნიშნავს „აბონენტის იდენტიფიკაციის ჩაშენებულ მოდულს“. ფიზიკური SIM-ბარათისგან განსხვავებით, ჩაშენებული eSIM-ები პირდაპირ თქვენს მოწყობილობაში. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თავისუფლად ჩამოტვირთოთ მონაცემთა გეგმები და გადართოთ პროვაიდერები, ეს ყველაფერი Airalo-ს აპიდან.

აქ მოცემულია ფიზიკური SIM-ბარათის ნაცვლად eSIM-ის გამოყენების რამდენიმე უპირატესობა:

  • ჩამოტვირთეთ თქვენი გეგმა QR-კოდის გამოყენებით.
  • შეინარჩუნეთ ძირითადი ხაზი თქვენს eSIM-ზე მონაცემებზე წვდომისას
  • გაუზიარეთ მონაცემები თქვენი eSIM-დან სხვა მოწყობილობებს
  • შეინახეთ რამდენიმე eSIM ტელეფონში მარტივი წვდომისთვის (თქვენი მოწყობილობის გათვალისწინებით)
  • დაარქვით სახელები და დააორგანიზეთ eSIM-ები მორგებული წარწერებით
  • აირიდეთ როუმინგის ხარჯები — Airalos-ის ყველა eSIM არის წინასწარ გადახდილი და მხარდაჭერილი ადგილობრივი ქსელებით

შეამოწმეთ უჭერს თუ არა მხარს თქვენი iOS მოწყობილობა eSIM-ებს

არ იცით უჭერს თუ არა მხარს თქვენი მოწყობილობა eSIM-ს? გასაგებად მიჰყევით ამ ნაბიჯებს. 

1. შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას eSIM ჩართული 

იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა eSIM-თან თავსებადი ტელეფონი, შეამოწმეთ მოწყობილობების სია, რომლებსაც აქვთ eSIM-ების მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი Apple და Android მოწყობილობების უმეტესობა მხარს უჭერს eSIM-ებს, გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ქვეყანაში და ქსელზე შესაძლოა შეზღუდული იყოს eSIM-ის გამოყენება.

თუ თქვენი ტელეფონის მოდელი ან მოწყობილობა არ არის ჩვენს სიაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ მოწყობილობის IMEI (მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი), რომლის პოვნაც მოწყობილობის პარამეტრებში შეგიძლიათ. თუ თქვენს ტელეფონში ჩართულია eSIM, თქვენი IMEI-ს გვერდით უნდა დაინახოთ „eSIM,“ „eSIM-ის მხარდაჭერა,“ ან ვირტუალური SIM-ბარათი.

2. შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ტელეფონი განბლოკილი

eSIM-ის გამოსაყენებლად ტელეფონი უნდა იყოს მობილური ქსელიდან განბლოკილიც. ქსელების უმეტესობისთვის ეს ნიშნავს, რომ თქვენ პირდაპირ ფლობთ ტელეფონს და შეგიძლიათ დაამატოთ, შეცვალოთ და ამოიღოთ SIM-ბარათები შეზღუდვების გარეშე. თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენი მოწყობილობა განბლოკილი, სტატუსის გასარკვევად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მობილური ქსელის პროვაიდერს. 

eSIM-ის გამოყენების უპირატესობები

ფრენისას მობილური მონაცემების ქონა იდეალურია პრაქტიკულად ყველა სიტუაციისთვის. აქ მოცემულია რამდენიმე უპირატესობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები გვიზიარებენ (და რატომ ფიქრობენ, რომ Airalo-ს აქვს საუკეთესო eSIM-გეგმები!).

მომენტალური დაკავშირება

ჩვენი თითქმის ყველა მომხმარებელი თანხმდება, რომ მყისიერი კავშირის ქონა ყველაფერს ცვლის. როგორც ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი დოქ. ჯოლინი, გვეუბნება:

შეგიძლიათ იმოგზაუროთ შორეულ ქვეყანაში, სადაც დახარჯავთ ასობით დოლარს ინტერნეტ-როუმინგში, ან შეგიძლიათ მიიღოთ ეს აპი, მიიღოთ eSIM და გქონდეთ ადგილობრივი მონაცემთა პროვაიდერი, რომლის ინტერნეტი მუშაობს წუთებში ორი ფინჯანი ყავის ფასად!

თქვენი შვებულების ან საქმიანი მოგზაურობის დრო ძვირფასია და ნამდვილად არ ისურვებდით, დრო ფიზიკური SIM-ბარათის დაყენებაში დაგხარჯოდათ. ჩაშენებული SIM-ბარათით შეგიძლიათ, სწრაფად და მარტივად ჩამოტვირთვა, დაინსტალირება და დაკავშირება.

გლობალური დაფარვა

ჩვენ ვიღებთ უამრავ მიმოხილვას გამოცდილი მოგზაურებისგან, რომლებიც გადადიან eSIM ტექნოლოგიაზე. ერთი მომხმარებელი, BCGregory, ამბობს:

რამდენიმე წლის განმავლობაში 45 ქვეყანაში ვიმოგზაურე. Airalo არის ყველაზე მარტივი, ყველაზე სასარგებლო და ყველაზე ეფექტური ვარიანტი, რომელიც მე ვიპოვე საერთაშორისო მოგზაურობისთვის.

ასობით ქვეყნისა და რეგიონისთვის განკუთვნილ გეგმებთან ერთად Airalo-ს აქვს საუკეთესო eSIM-ები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება მოგზაურობენ. ყველაფერი, რაც ყველა მათგანზე წვდომისთვის გჭირდებათ არის ტელეფონი eSIM-ის მხარდაჭერით.

ეს კიდევ უფრო გამარტივებულია ჩვენი კონტინენტური/რეგიონული და გლობალური გეგმებით. მაგალითად, თუ ევროპაში მოგზაურობთ, ერთი eSIM-ის მობილური მონაცემების გამოყენებით კავშირზე შეგიძლიათ იყოთ ბევრი ქვეყნის მასშტაბით!

ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე

ჩვენი მიმოხილვების თანმიმდევრული თემა არის ის, რომ eSIM-ები ხელმისაწვდომი ალტერნატივაა სახლის ქსელიდან როუმინგისთვის. დევიდ სხაუტენი გვეუბნება:

მე უკვე რამდენჯერმე გამოვიყენე [eSIM] და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე კი eSIM რამდენჯერმე გამოვიყენე თვის ბოლოს, როცა ჩემი რეგულარული ოპერატორის მონაცემები ამომეწურა და Airalo-ს მეშვეობით მონაცემების ყიდვა უფრო იაფი იყო, ვიდრე ჩემი ოპერატორის მეშვეობით.

ეს უკვე ბევრს ნიშნავს! როდესაც თქვენი შიდა პროვაიდერი მონაცემთა დაფარვას სხვა ქვეყანაში გთავაზობთ, ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია. როუმინგის დღიური გამოწერა შეიძლება დღეში 10-15 $ ღირდეს, რაც კვირაში თითქმის 70 აშშ დოლარია. Airalo-ს გეგმები იწყება 5 $-დან 7-დღიანი გეგმით. ჩვენთვის ეს კარგი ვარიანტია! 

სადღეღამისო მხარდაჭერა

რადგან Airalo არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ქვეყანასა და კონტინენტს მოიცავს, ჩვენ გვყავს მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. აი, რას ამბობს ლევი ბორომეო:

მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს: სწრაფად სცემდნენ პასუხს შეკითხვებს, მაძლევდნენ დეტალურ და სასარგებლო განმარტებებს და ჩემი პრობლემაც მალე გადაჭრეს. მივხვდი, რომ მომხმარებელი თქვენთვის პირველ ადგილზეა. მე ძალიან მომწონს თქვენი მიდგომა და პროდუქტი.

გვესმის, რომ ყველა არ არის eSIM-ის ექსპერტი, ამიტომ თქვენი დახმარება და თქვენთვის მხარის დაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენს მხარდაჭერის გუნდთან დასაკავშირებლად რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის, ელფოსტა, სოციალური ქსელი და ჩატის ფუნქცია Airalo-ს აპში.

გვსურს გავიგოთ, როგორ შეცვალა Airalo-მ თქვენი გამოცდილება მოგზაურობასთან დაკავშირებით! დაგვიტოვეთ მიმოხილვა App Store-ში ან Google Play-ში.


მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.