June Campaign- New Customers

15%-იანი ფასდაკლება მომხმარებლებისთვის

ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია წესები და პირობები, რომლებიც გავრცელდება ყველა Airalo-ანგარიშზე – როგორც უკვე არსებულ ანგარიშებზე, ისე მათზე, რომლებიც მომავალში შეიძლება გაიხსნას.

1. მონაწილეობა/უფლებამოსილება

1.1. ამ პრომოაქციაში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მომხმარებელს უკვე ჰქონდეს ან შექმნას Airalo-ანგარიში.

1.2. ორგანიზატორმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება უარყოს მონაწილეობის განაცხადები, თუ მომხმარებლებმა უკვე გამოიყენეს კოდი და ისარგებლეს ამ პრომოაქციით.

2. ფასდაკლების პროცედურები

2.1. მომხმარებელმა ფასდაკლების ეს კოდი შეკვეთის გაფორმებისას უნდა მიუთითოს.

2.2. 15%-იანი ფასდაკლება იქნება გამოყენებული ნებისმიერი eSIM-ბარათის ყიდვისას. ფასდაკლების მაქსიმალური მოცულობაა 15 $.

2.3. პრომოაქციით სარგებლობა ნებისმიერ ინდივიდუალურ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ -ჯერ.

2.4. ამ პრომოაქციის გამოყენება არ შეიძლება სხვა პრომოაქციასთან ერთად.

2.5. ფასდაკლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სადებეტო/საკრედიტო ბარათის, PayPal-ის, AliPay-ს, Apple Pay-სა და Google Pay-ს გადახდის მეთოდების მეშვეობით.

2.6. ფასდაკლების გამოყენება შესაძლებელია Airalo-ს აპით და ვებსაიტზე www.airalo.com.

3. მოქმედების პერიოდი/ხანგრძლივობა/გაფართოებები

3.1. პრომოაქცია მოქმედებს პირველი 5000 შეძენისას.

3.2. პრომოაქციის მოქმედების პერიოდია: 2023-05-29 — 2023-06-30. პრომოაქცია შეიძლება უფრო ადრე შეწყდეს, თუ აქტივაციის მაქსიმალური რაოდენობა დასრულების თარიღამდე ამოიწურება.

4. გაუქმებები/თანხის დაბრუნებები

4.1. Airalo იტოვებს უფლებას, რომ გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი შეკვეთა ან გააუქმოს ამ პრომოაქციის გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზის გამო:

4.1.1. ფასდაკლების კოდის გამოყენება არ მომხდარა მითითებულ პერიოდში ან აქტივაციის მაქსიმალური რაოდენობა ამოიწურა.

4.1.2. საეჭვო ან თაღლითური მოქმედება ყიდვის დროს.

4.1.3. პრომოაქციის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, რამდენიმე ანგარიშის ან შეკვეთის შექმნა ერთი და იმავე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მიერ.

4.1.4. არაკეთილსინდისიერად გამოყენებული ფასდაკლება (მათ შორის, eSIM-ების გადაყიდვა ან მომხმარებლების მიერ ფასდაკლების გამოყენება პროდუქტების შეძენისა და გადაყიდვის მიზნით).

5. სტანდარტული წესები და პირობები

5.1. ამ კამპანიაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ეს წესები და პირობები.

5.2. პრომოაქციის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარ შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები ან გააუქმოს პრომოაქციები ნებისმიერ დროს.

5.3. მონაწილეებს არ აქვთ უფლება, გაასაჩივრონ პრომოუტერის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება კამპანიის რომელიმე ასპექტს, წესებისა და პირობების განმარტებას ან მონაწილეობის მიღების კრიტერიუმების განსაზღვრას. პრომოაქციის ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება განხილვას.

5.4. მონაწილის ვინაობასთან დაკავშირებით დავის არსებობის შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, რომ დამოუკიდებლად დაადგინოს მონაწილის ვინაობა.

5.5. პრომოაქციის ვებსაიტზე წვდომასთან დაკავშირებული ხარჯები მონაწილის პასუხისმგებლობაა და დამოკიდებულია გამოყენებულ ინტერნეტ-პროვაიდერზე. პრომოუტერრი არაა ვალდებული, აანაზღაუროს დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია აქციაში მონაწილეობასთან, თუ ასეთი დანახარჯები წარმოიშვა. აქციაში მონაწილეობის ხარჯები არ ანაზღაურდება მათი წარმოშობის შემთხვევაში.

მზად ხართ, გამოცადოთ eSIM-ები და შეცვალოთ კავშირზე ყოფნის სტილი?

ჩამოტვირთეთ Airalo-ს აპი, რომ შეიძინოთ, მართოთ და შეავსოთ თქვენი eSIM-ები ნებისმიერ დროსა და ადგილას!

Airalo | Download mobile app
Airalo | Use your Free Credit

გამოიყენეთ უფასო ბონუსი.

შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი სარეფერალო კოდი გაუზიაროთ და USD $3.00 Airmoney გამოიმუშაოთ.