სარეფერალო პროგრამის წესები და პირობები

სარეფერალო პროგრამის წესები და პირობები

ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია წესები და პირობები, რომლებიც ეხება ყველა Airalo-ანგარიშს – როგორც უკვე არსებულ ანგარიშებს, ისე მათ, რომლებიც მომავალში შეიძლება გაიხსნას.

სარეფერალო პროგრამის ფარგლებში Airalo-ში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეგობრებს ურჩიონ Airalo და გამოიმუშაონ კრედიტები, რომლებიც Airalo-ზე მომდევნო შეკვეთის გაფორმებისას შეიძლება გამოიყენონ.


1. მონაწილეობა/კრიტერიუმები

1.1. გამწევრიანებელი

გაწევრიანების პროგრამის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მომხმარებელმა უნდა შექმნას ან მას უკვე უნდა ჰქონდეს ანგარიში Airalo-ზე.

1.2. მოწვეული მეგობარი

გაწევრიანების პროგრამის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მომხმარებელი პირველად უნდა სარგებლობდეს Airalo-თი და სარეფერალო კოდის გამოყენებით შექმნას ანგარიში Airalo-ზე ან გამოიყენოს ის პირველი შეძენისას.


2. გაწევრიანების პროცედურა

2.1. Airalo-ს მომხმარებელმა უნიკალური სარეფერალო კოდი უნდა მიიღოს აპში, გაწევრიანების სექციიდან.

2.2 Airalo-ს მომხმარებელმა („გამწევრიანებელი“) უნიკალური სარეფერალო კოდი უნდა გაუზიაროს მეგობარს („გაწევრიანებული მეგობარი“).

2.3. გაწევრიანებულმა მეგობარმა რეგისტრაციისას და პირველი შესყიდვისას უნდა გამოიყენოს სარეფერალო კოდი.

2.4. გაწევრიანებული მეგობრის მიერ წარმატებით განხორციელებული პირველი შესყიდვის შემდეგ გამწევრიანებელი მიიღებს ჯილდოს, რომელიც აისახება გამწევრიანებლის ჯილდოს სექციაში.


3. გაწევრიანებული მეგობრის ფასდაკლების დეტალები

3.1. გაწევრიანებულმა მეგობარმა რეგისტრაციისას ან ანგარიშსწორებისას უნდა შეიყვანოს სარეფერალო კოდი.

3.2. ფასდაკლება გამოყენებული იქნება ნებისმიერი eSIM-ბარათის შეძენისას. მოქმედებს მხოლოდ პირველ შესყიდვაზე.

3.3. გაწევრიანებისთვის მიღებული ფასდაკლების გამოყენება არ შეიძლება სხვა პრომოაქციებთან ერთად.

3.4. კომპანიამ საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება უარყოს განაცხადები, თუ მომხმარებლებმა უკვე გამოიყენეს სარეფერალო კოდი და ისარგებლეს ამ პრომოაქციით.


4. გამწევრიანებლის ჯილდოს მონაცემები

4.1. გამწევრიანებელი წარმატებით გაწევრიანებული ყოველი მეგობრისთვის ჯილდოდ მიიღებს ბონუსს.

4.2. გამწევრიანებელი მიიღებს პუშ-შეტყობინებასა და ელწერილს, როდესაც მეგობარი პირველ შესყიდვას განახორციელებს. ჯილდო აისახება გაწევრიანების ჯილდოს სექციაში.

4.3. გამწევრიანებელს მიღებული ბონუსის გამოყენება შეუძლია Airmoney-ს სახით ანგარიშსწორებისას და ნებისმიერი eSIM-ის შეძენისას ან ბალანსის შევსებისას. გამწევრიანებელს ამ პრომოაქციით სარგებლობა რამდენჯერმე შეუძლია.

4.4. ბონუსის გამოყენება არ შეიძლება ფასდაკლებასთან ან სხვა პრომოაქციასთან ერთად.

4.5. ჯილდოდ მიღებული ბონუსი შეიძლება იყოს არაგადარიცხვადი, არაგადახედვადი და არაგანაღდებადი. 

4.6. გამოყენება შესაძლებელია Airalo-ს აპით ან ვებსაიტზე www.airalo.com.

4.7. მოქმედების ვადა/ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი.


5. გაუქმება / თანხის დაბრუნება

5.1. Airalo იტოვებს უფლებას, რომ გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი შეკვეთა ან გააუქმოს ამ პრომოაქციის გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზის გამო:

5.2. საეჭვო ან თაღლითური მოქმედება ყიდვის დროს.

5.3. პრომოაქციის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, რამდენიმე ანგარიშის ან შეკვეთის შექმნა ერთი და იმავე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მიერ.

5.4. არაკეთილსინდისიერად გამოყენებული ფასდაკლება (მათ შორის, eSIM-ების გადაყიდვა ან მომხმარებლების მიერ ფასდაკლების გამოყენება პროდუქტების შეძენისა და გაყიდვის მიზნით).


6. სტანდარტული წესები და პირობები

6.1. ამ კამპანიაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ეს წესები და პირობები.

6.2. პრომოუტერი იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს ეს წესები და პირობები ან გააუქმოს ნებისმიერი პრომოაქცია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

6.3. მონაწილეებს არ აქვთ უფლება, გაასაჩივრონ პრომოუტერის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება კამპანიის რომელიმე ასპექტს, წესებისა და პირობების განმარტებას ან მონაწილეობის მიღების კრიტერიუმების განსაზღვრას. პრომოუტერის გადაწყვეტილება საბოლოოა და ამ თემაზე მიმოწერა არ შედგება.

6.4. მონაწილის ვინაობასთან დაკავშირებით დავის არსებობის შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, რომ დამოუკიდებლად დაადგინოს მონაწილის ვინაობა.

6.5. მონაწილე იღებს საკუთარ თავზე პრომოაქციის ვებსაიტზე წვდომასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, რომელიც ინტერნეტმომსახურების მომწოდებელზეა დამოკიდებული. პრომოუტერრი არაა ვალდებული, აანაზღაუროს დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია აქციაში მონაწილეობასთან, თუ ასეთი დანახარჯები წარმოიშვა. აქციაში მონაწილეობის ხარჯები არ ანაზღაურდება მათი წარმოშობის შემთხვევაში.