რატომ ვერ ვპოულობ ჩემს eSIM-ს როდესაც Airalo-ს აპში მითითებულია, რომ ის დაინსტალირებულია?

eSIM-ის დაინსტალირების შემდეგ Airalo-ს აპში დაინახავთ დამადასტურებელ შეტყობინებას, რომ თქვენი eSIM წარმატებით დაინსტალირდა. ეს შეტყობინება მოცემულია ინსტალაციის ინსტრუქციაში შესაბამისი eSIM-ისთვის.

ამ სტატიაში გიპასუხებთ შემდეგ შეკითხვებზე:

  • რატომ ვერ ვნახულობ დაინსტალირებულ eSIM-ს ჩემს მოწყობილობაში?
  • როგორ ავიცილო თავიდან შემთხვევები, როდესაც დაინსტალირებული eSIM-ის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებ?
  • როგორ მოვიქცე ჩემ მიერ დაინსტალირებული eSIM-ის იდენტიფიცირებისათვის?

რატომ ვერ ვნახულობ დაინსტალირებულ eSIM-ს ჩემს მოწყობილობაში?

ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიჭირდეთ შესაბამისი eSIM-ის იდენტიფიცირება თქვენს მოწყობილობაში. ეს, შესაძლოა, მოხდეს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • შესაბამის eSIM-ს აქვს წარწერა, რომელსაც ვერ ცნობთ, როგორიცაა „პერსონალური,“ „მეორე,“ „სამუშაო,“ ან „მოგზაურობა“.
  • თქვენს მოწყობილობაში მსგავსი სახელებით დაინსტალირებულია რამდენიმე eSIM.
  • შესაბამისი eSIM წაიშალა თქვენი მოწყობილობიდან.

მიზეზიდან გამომდინარე, სხვადასხვა ნაბიჯი დაგეხმარებათ შესაბამისი eSIM-ის იდენტიფიცირებაში.

როგორ ავიცილო თავიდან შემთხვევები, როდესაც დაინსტალირებული eSIM-ის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებ?

ყოველთვის გირჩევთ eSIM-ისთვის სახელის დარქმევას ინსტალაციის დროს.

  • eSIM-ისთვის აირჩიეთ მარტივად იდენტიფიცირებადი სახელი, როგორიცაა ქვეყანა ან რეგიონი (მაგ., „საფრანგეთი“ ან „ევროპა“).
  • გარკვეულ შემთხვევებში სახელში სასარგებლო იქნება იმ ქვეყნის ან რეგიონის მითითება, რომელსაც eSIM ფარავს.
  • ასევე, არ წაშალოთ თქვენი eSIM, სანამ არ იქნებით დარწმუნებული, რომ მისი გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.

როგორ მოვიქცე ჩემ მიერ დაინსტალირებული eSIM-ის იდენტიფიცირებისათვის?

დაინსტალირებული eSIM-ის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა, იცოდეთ შესაბამისი eSIM-ის ICCID.

ICCID ან ინტეგრირებული მიკროსქემის ბარათის იდენტიფიკატორი არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ყველა eSIM-ს აქვს. იგი შედგება 18-22 ციფრისგან. შესაბამისი eSIM-ის ICCID-ს საპოვნელად მოიქეცით ასე:

  1. გახსენით „ჩემი eSIM-ები“ Airalo-ს აპში.

  2. გადადით შესაბამის eSIM-ზე.

  3. იპოვეთ „ICCID“ და შესაბამისი ნომერი, რომელიც მითითებულია eSIM-ზე.

ICCID-ს პოვნა და დაკოპირება შეგიძლიათ შესაბამისი eSIM-ის დეტალებიდან.

ICCID-ს პოვნის შემდეგ ნომერი უნდა შეადაროთ თქვენს მოწყობილობაში დაინსტალირებული eSIM-ის ნომერს. გაითვალისწინეთ, რომ ICCID-ს სანახავად შესაბამისი eSIM უნდა გამორთოთ პარამეტრებიდან, იმის მიუხედავად, თუ რა მოწყობილობა გაქვთ.

iOS მოწყობილობებზე:

გადადით აქ: პარამეტრები > ძირითადი > შესახებ და გადაადგილდით, სანამ არ დაინახავთ მოცემულ SIM-ებს.

Samsung-ის მოწყობილობებისთვის:

გადადით აქ: პარამეტრები > ტელეფონის/მობილურის შესახებ > სტატუსი/ტელეფონის იდენტიფიცირება > ქსელი > SIM-ბარათი და მოძებნეთ ICCID-ს დეტალები.

Pixel-ის მოწყობილობებისთვის:

გადადით აქ: პარამეტრები > ტელეფონის შესახებ > SIM-ის სტატუსი და მოძებნეთ ICCID-ს დეტალები.

თუ მოწყობილობაში რამდენიმე eSIM გაქვთ, შესაძლოა, დაგჭირდეთ თითოეული eSIM-ის მექანიკურად გამორთვა და ამ ნაბიჯების გამეორება ICCID-სთან თავსებადი eSIM-ის პოვნამდე.

თუ თავსებად ICCID-ს ვერ იპოვით, შესაძლოა, შესაბამისი eSIM წაიშალა თქვენი მოწყობილობიდან. ასევე, შესაძლებელია, რომ თქვენ წააწყდით პრობლემებს, რამაც იმოქმედა ინსტალაციის პროცესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, დასახმარებლად დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

თუ შეკითხვები კიდევ გაქვთ ან დამატებითი დახმარება გჭირდებათ, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში — ჩვენ ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებით.

დაკავშირებული შეკითხვები

სხვა თემები

საავტორო უფლებები Airalo © 2021
  • x